პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: მარტა კოსების, კუბილიუსების და კაია კალასების ლომის წილია იმ პროცესებში, რომლებმაც დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებამდე მიგვიყვანა – საქართველოში კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ შეჭამა ოპოზიციური სპექტრი და რადიკალიზმისა და ტერორიზმის გზაზე დააყენა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე მედიასთან მარტა კოსის განცხადებას ეხმიანება, სადაც ევრობიუროკრატმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას, ხალხის მხარდაჭერით, აქვს შესაძლებლობა ევროპულ გეზს დაუბრუნდეს.

„ხელისუფლებას აქვს სწორი პოზიცია – მკაფიოდ არის გაცხადებული ჩვენი ეროვნული ინტერესი და ის, რომ ხელისუფლება არამც და არამც არ გადაუხვევს ამ ინტერესს რაიმე დათმობის ხარჯზე. შესაბამისად, ვერანაირ მოლაპარაკებებში ვერ შევა და არც აპირებს ასეთ პროცესებში მონაწილეობას“- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ საერთო ინტერესების პოვნა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ საქართველოს აღიქვამენ როგორც თანასწორ პარტნიორს.

„პირველ რიგში, ხელისუფლებას აქვს სწორი და ცალსახა პოზიცია – მკაფიოდ არის გაცხადებული ჩვენი ეროვნული ინტერესი და ის, რომ ხელისუფლება არამც და არამც არ გადაუხვევს ამ ინტერესს რაიმე დათმობის ხარჯზე. შესაბამისად, ვერანაირ მოლაპარაკებებში ვერ შევა და არც აპირებს ასეთ პროცესებში მონაწილეობას. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია არასდროს შეცვლილა. ჩვენ გვაქვს ერთი მთავარი დამოკიდებულება – ყველა აქტორმა, სტატუსის, სიმაღლისა და გაბარიტების მიუხედავად, უნდა გამოიჩინოს ნება და გვესაუბროს როგორც თანასწორ პარტნიორს. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი საერთო ინტერესების პოვნა. ამ ეტაპზე რასაც ვხედავთ – კალასების, კოსების და სხვა წარმომადგენლების განცხადებებს – ნათელია, რომ ისინი რიტორიკის შეცვლას არ აპირებენ. შესაბამისად, თუ მათი მხრიდან რიტორიკა არ შეიცვლება, არც დამოკიდებულებები შეიცვლება და ასეთ ადამიანებთან სასაუბრო ფაქტობრივად არაფერი გვაქვს. მით უფრო მაშინ, როცა სწორედ ამ ადამიანებს მიუძღვით ლომის წილი იმ პროცესებში, რომლებმაც დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებამდე მიგვიყვანა – საქართველოში კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ შეჭამა ოპოზიციური სპექტრი და რადიკალიზმისა და ტერორიზმის გზაზე დააყენა,“- განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი გველესიანი: მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში – თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებსაც რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: საფრანგეთში ვითარება იმდენად დაიძაბა, საპროტესტო გამოსვლებში მეხანძრეებიც ჩაერთნენ. ბელგიაში აქციები ისევ არეულობაში გადაიზარდა. ამ ფონზე, საქართველოში პაველ ჰერჩინსკი კვლავ ჩვენი ქვეყნის მძიმე დემოკრატიულ მდგომარეობაზე გვესაუბრება და საქართველოს საკითხის მკაცრ განხილვას გვიანონსებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.