პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: 2025 წლის ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსი დასავლეთიდან მომდინარე უსაფუძვლო კრიტიკის საუკეთესო პასუხია და ფაქტებით ამტკიცებს, რომ ქვეყანაში არსებობს კანონის ფუნქციონალური სისტემა, ფინანსური კონტროლის მექანიზმები და ეკონომიკური სტაბილურობა

x

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ბაზელის მმართველობის ინსტიტუტის მიერ 2025 წლის ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „2025 წლის ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსი ცივი შხაპია ქვეყნის არაკეთილმოსურნეებისთვის.“

ჩიხელიძის შეფასებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს წარმატება ფაქტებზე დგას, ხოლო კრიტიკა ემოციებსა და პოლიტიკურ სპეკულაციებზეა დაფუძნებული.

„ბაზელის მმართველობის ინსტიტუტის 2025 წლის ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსით, ქვეყანამ ისტორიულ შედეგს მიაღწია. იგი იმ სახელმწიფოების სიაშია, სადაც ფულის გათეთრების რისკი მინიმალურია და ამ მაჩვენებლით გაუსწრო ნატოსა და ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას. საუბარი აღარ არის ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებზე მიღწეული შედეგი ბევრად წინ არის იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც წლებია დასავლური ინსტიტუციური სისტემის ნაწილია. ეს ფაქტი თავისთავად ამსხვრევს ნარატივს, თითქოს ქვეყანაში კანონი არ მუშაობს ან ეკონომიკა არაჯანსაღია. 2025 წლის ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსი დასავლეთიდან მომდინარე უსაფუძვლო კრიტიკის საუკეთესო პასუხია. მსგავსი საერთაშორისო რეიტინგი ფაქტებით ამტკიცებს, რომ ქვეყანაში არსებობს კანონის ფუნქციონალური სისტემა, ფინანსური კონტროლის მექანიზმები და ეკონომიკური სტაბილურობა. 2025 წლის ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსი ცივი შხაპია ქვეყნის არაკეთილმოსურნეებისთვის მათთვის, ვინც ცდილობს შიდა თუ გარე აუდიტორიას დაუმტკიცოს, თითქოს ქვეყანაში რეგრესი და უკუსვლაა, რეალობა კი ასეთია: საქართველო არა მხოლოდ ინარჩუნებს, არამედ აძლიერებს პოზიციებს იმ სფეროში, რომელიც სახელმწიფოს სანდოობის ერთ-ერთ მთავარ საზომად ითვლება. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს წარმატება ფაქტებზე დგას, ხოლო კრიტიკა ემოციებსა და პოლიტიკურ სპეკულაციებზე.“ – წერს დავით ჩიხელიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი გველესიანი: მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში – თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებსაც რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: საფრანგეთში ვითარება იმდენად დაიძაბა, საპროტესტო გამოსვლებში მეხანძრეებიც ჩაერთნენ. ბელგიაში აქციები ისევ არეულობაში გადაიზარდა. ამ ფონზე, საქართველოში პაველ ჰერჩინსკი კვლავ ჩვენი ქვეყნის მძიმე დემოკრატიულ მდგომარეობაზე გვესაუბრება და საქართველოს საკითხის მკაცრ განხილვას გვიანონსებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.