Uncategorized

ისტორიაში პირველად, კოსმოსში წელს ქვემოთ პარალიზებული ადამიანი მოხვდა

ისტორიაში პირველად, კოსმოსში წელს ქვემოთ პარალიზებული ადამიანი იმყოფებოდა. ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ინჟინერი, გერმანელი მიკაელა ბენტჰაუსი ამერიკული კომერციული კომპანია Blue Origin-ის მიერ ორგანიზებული ხანმოკლე კოსმოსური ექსპედიციის ექვსკაციანი ეკიპაჟის წევრი იყო. მისი ფრენა ხომალდ New Shepard-ით 11 წუთს გაგრძელდა.

„სიმართლე გითხრათ, ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მაგარი გამოცდილება იყო“, – განაცხადა ბენტჰაუსმა დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ. გერმანიის ქალაქ კილის მკვიდრი, 33 წლის ქალი 2018 წელს ველოსიპედიდან გადმოვარდნის შემდეგ წელს ქვემოთ პარალიზებული დარჩა და მას შემდეგ ეტლით გადაადგილდება.

„ვფიქრობ, საკუთარ ოცნებებზე უარი არასდროს უნდა თქვათ. ყოველთვის არსებობს მათი ახდენის მცირე შანსი“, – თქვა ბენტჰაუსმა, რომელიც კოსმოსში ამერიკელი მილიარდერის, ჯეფ ბეზოსის კუთვნილი Blue Origin-ის მე-16 პილოტირებული ფრენის ფარგლებში მოხვდა. კომპანიის მონაცემებით, რამდენიმე წლის განმავლობაში კოსმოსურ ექსპრეს-ფრენებში მონაწილეობა დაახლოებით 80-მა კლიენტმა მიიღო.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი გველესიანი: მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში – თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებსაც რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: საფრანგეთში ვითარება იმდენად დაიძაბა, საპროტესტო გამოსვლებში მეხანძრეებიც ჩაერთნენ. ბელგიაში აქციები ისევ არეულობაში გადაიზარდა. ამ ფონზე, საქართველოში პაველ ჰერჩინსკი კვლავ ჩვენი ქვეყნის მძიმე დემოკრატიულ მდგომარეობაზე გვესაუბრება და საქართველოს საკითხის მკაცრ განხილვას გვიანონსებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.