Uncategorized

ტულსი გაბარდი: დიფ სთეითის ომის გამჩაღებლები ცდილობენ ხელი შეუშალონ პრეზიდენტ ტრამპის უკრაინაში მშვიდობის დამყარების მცდელობას

J

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა „სიცრუე და პროპაგანდა“ უწოდა Reuters-ის პუბლიკაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მთლიანი უკრაინის დაპყრობა და საბჭოთა კავშირის გავლენის სფეროში შემავალი ევროპული ქვეყნების დაბრუნება სურს.

„არა, ეს ტყუილი და პროპაგანდაა. Reuters-ი ნებაყოფლობით ეწევა იმ ომის გამჩაღებლების მხარდაჭერას, რომლებსაც პრეზიდენტ ტრამპის დაუღალავი ძალისხმევის ჩაშლა სურთ – ძალისხმევისა, რომელიც მიმართულია ამ სისხლიანი ომის დასრულებისკენ, რომელმაც ორივე მხრიდან მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. სახიფათოა, რომ თქვენ ავრცელებთ ამ მცდარ ნარატივს პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევის დასაბლოკად და ხალხში ისტერიასა და შიშს აღვივებთ, რათა აიძულოთ ისინი მხარი დაუჭირონ ომის ესკალაციას, რაც სინამდვილეში ნატოსა და ევროკავშირს სურთ, რათა შეერთებული შტატების არმია რუსეთთან ომში უშუალოდ ჩაითრიონ.

დიფ სთეითის ომის გამჩაღებლები ცდილობენ ხელი შეუშალონ პრეზიდენტ ტრამპის უკრაინაში მშვიდობის დამყარების მცდელობას. რუსეთს არ აქვს უკრაინის დაპყრობისა და ოკუპაციის შესაძლებლობა, აღარაფერი რომ ვთქვათ ევროპაში შეჭრასა და დაპყრობაზე“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.

გაბარდის თქმით, სინამდვილეში აშშ-ის დაზვერვამ პოლიტიკოსებს აცნობა, რომ „რუსეთი ცდილობს თავი აარიდოს ნატოსთან უფრო ფართომასშტაბიან ომს“.

გამოცემა Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ამერიკული სპეცსამსახურების ანგარიშები შეიცავდა გაფრთხილებას იმის შესახებ, რომ პუტინს მთელი უკრაინის ხელში ჩაგდება და ევროპის იმ ნაწილების დაბრუნება აქვს განზრახული, რომლებიც „ყოფილ საბჭოთა იმპერიას ეკუთვნოდა“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი გველესიანი: მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში – თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებსაც რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: საფრანგეთში ვითარება იმდენად დაიძაბა, საპროტესტო გამოსვლებში მეხანძრეებიც ჩაერთნენ. ბელგიაში აქციები ისევ არეულობაში გადაიზარდა. ამ ფონზე, საქართველოში პაველ ჰერჩინსკი კვლავ ჩვენი ქვეყნის მძიმე დემოკრატიულ მდგომარეობაზე გვესაუბრება და საქართველოს საკითხის მკაცრ განხილვას გვიანონსებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.