უცხოური მედია

Deutsche Welle: ზელენსკი ყოველდღიურად აგრძელებს ურთიერთობას ერმაკთან, რომელიც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან კორუფციული სკანდალის გამო გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ კორუფციული სკანდალის გამო გაათავისუფლა, ქვეყნის ლიდერთან ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს ურთიერთობას- ამის შესახებ Deutsche Welle უკრაინულ გამოცემა “ზერკალო ნედელიზე” დაყრდნობით წერს. „ერმაკი არსად წასულა. ის უბრალოდ აღარ ზის ოფისში და პროცესებს 24/7-ზე აღარ მართავს. თუმცა, ის მუდმივად ხაზზეა, საღამოობით კი პრეზიდენტის სახლშია კონჩა-ზასპაში. სულ ესაა“, – წერს ინა ვედერნიკოვა, უკრაინული გამოცემის რედაქტორი.

გამოცემის ცნობით, ერმაკის გადადგომის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატები დაასახელა, თუმცა, ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელის ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია.

ვედერნიკოვას თქმით, ზოგიერთი კანდიდატი ამ სიიდან ამოიღეს. თავად ზელენსკი კი ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლების ის სისტემა, რომელიც ერმაკმა მისთვის ააგო.

ჟურნალისტის წყაროს ცნობით, ზელენსკი მზადაა ოფისი პირდაპირ მართოს, „მხოლოდ ტექნიკური ფუნქციები დაუტოვოს, ანალიტიკური ბლოკი კი არსებულ სტრუქტურებს შორის გადაანაწილოს, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს აპარატზე“.

„პაუზა, რომელიც პრეზიდენტმა აიღო, განსაზღვრავს ძველ-ახალი გარემოცვის სიფრთხილესაც. მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკისთან აშკარად გახშირდა ფრაქციის თავმჯდომარის დავით არახამიას, იულია სვირიდენკოს, მიხეილ ფედოროვის, კირილ ბუდანოვისა და სხვების სტუმრობა, ერმაკის ჩამოწერას, ისევე როგორც ადრე, არავინ ჩქარობს“, – ნათქვამია სტატიაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებული დოკუმენტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს – ეს რეზოლუცია სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევისა და პოლიტიკური შანტაჟის ღია გამოვლინებაა

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საქართველო ინტენსიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის ლოგისტიკურ, ციფრულ და ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს – საქართველოს წვლილი შეაქვს ეუთოს სივრცის მშენებლობაში, ისევე როგორც გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.