პოლიტიკა

ზაზა დობორჯგინიძე სურსათის სიძვირის მიზეზების შესწავლასთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებაზე: სასწრაფოდ უნდა შეიკრიბოს პარტია ფედერალისტები, რომან გოცირიძე და ის 20 კაცი ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ემხრობა და აუხსნან დანარჩენ ქვეყანას, რომ ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა მხოლოდ თავისუფალ კონკურენციაში მყოფ მაიონეზ სლობოდას შეუძლია

პოლიტიკის ექსპერტი, ზაზა დობორჯგინიძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომელმაც შსს-ს მოუწოდა, შეისწავლოს სასურსათო ბაზარზე პროდუქტების სიძვირის მიზეზი და გამოაკრვიოს, ხომ არ მუშაობენ კარტელური პრინციპით ბაზრის მოთამაშეები, ოპოზიციონერების რეაქციას ეხმიანება. კერძოდ, დობორჯგინიძე აფასებს რომან გოცირიძის განცხადებას, რომელიც მიიჩნევს, რომ მთავრობა სავაჭრო ქსელების რეპრესიებს იწყებს მაღალი ფასების გამო.

როგორც დობორჯგინიძე წერს, იმ ოცმა კაცმა, ვინც არ ეთანხმება პრემიერის გადაწყევტილებას, დანარჩენ ქვეყანას უნდა აუხსნან, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების და თავისუფალი სამყაროს წევრობის პერსპექტივა მხოლოდ თავისუფალ კონკურენციაში მყოფ მაიონეზ “სლობოდას” შეუძლია.

“მას შემდეგ, რაც რესტორნებში მოწევის აკრძალვამ სარესტორნო ბიზნესი გააკოტრა, სწრაფი სესხების შეზღუდვამ ეკონომიკა ჩამოშალა, ხოლო აზარტული თამაშების რეკლამების შეზღუდვამ ტურისტული სექტორი გაანადგურა, ახლა მაიონეზის დისტრიბუციის ბიზნესი გადაინაცვლებს შავ ბაზარზე და სუპერმარკეტების ქსელის ჩამოიშლება. სასწრაფოდ უნდა შეიკრიბოს , რეიგანის ძეგლთან, ფრიუნის ეკონომიკის ექსპერტთა ჯგუფი, პარტია ფედერალისტები, რომან გოცირიძე, გიგა ბედინეიშვილი და ის 20 კაცი ვინც ქვეყანაში ამ გადაწყვეტილებას არ ემხრობა და აუხსნან დანარჩენ ქვეყანას, რომ ქვეყნის ნატოში გაწევრიანების და თავისუფალი სამყაროს წევრობის პერსპექტივა მხოლოდ თავისუფალ კონკურენციაში მყოფ მაიონეზ სლობოდას შეუძლია.” – წერს ზაზა დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი გველესიანი: მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში – თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებსაც რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: საფრანგეთში ვითარება იმდენად დაიძაბა, საპროტესტო გამოსვლებში მეხანძრეებიც ჩაერთნენ. ბელგიაში აქციები ისევ არეულობაში გადაიზარდა. ამ ფონზე, საქართველოში პაველ ჰერჩინსკი კვლავ ჩვენი ქვეყნის მძიმე დემოკრატიულ მდგომარეობაზე გვესაუბრება და საქართველოს საკითხის მკაცრ განხილვას გვიანონსებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.