პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: თუკი რომელიმე ქვეყანაში, არჩევნებზე, ესა თუ ის პარტია 50 პროცენტიან ან მეტ მხარდაჭერას იღებს და ახერხებს, საკანონმდებლო ორგანოს ნახევარზე მეტი საკუთარი წარმომადგენლებით დააკომპლექტოს, მაშინვე იწყება კრიტიკა დემოკრატიის ხარისხთან დაკავშირებით

თუკი რომელიმე ქვეყანაში, არჩევნებზე, ესა თუ ის პარტია 50 პროცენტიან ან მეტ მხარდაჭერას იღებს და ახერხებს, საკანონმდებლო ორგანოს ნახევარზე მეტი საკუთარი წარმომადგენლებით დააკომპლექტოს, მაშინვე იწყება კრიტიკა დემოკრატიის ხარისხთან დაკავშირებით, ჩნდება შეკითხვები მრავალფეროვნებასა თუ წარმომადგენლობისა და მოსახლეობის განწყობებს შორის შესაბამისობაზე,- ამის შესახებ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ. 

შათირიშვილის წერილი ასახავს  კრიტიკულ ხედვას დემოკრატიის ორმაგ სტანდარტზე. მისი თქმით, დემოკრატიის მთავარი კრიტერიუმი არის „თავისუფალი არჩევნები და პოლიტიკურ პროცესში ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობის შესაძლებლობა“.  

„ამის საპირისპიროდ კი, თუკი რომელიმე ქვეყანაში, არჩევნებზე, ესა თუ ის პარტია 50 პროცენტიან ან მეტ მხარდაჭერას იღებს და ახერხებს, საკანონმდებლო ორგანოს ნახევარზე მეტი საკუთარი წარმომადგენლებით დააკომპლექტოს, მაშინვე იწყება კრიტიკა დემოკრატიის ხარისხთან დაკავშირებით, ჩნდება შეკითხვები მრავალფეროვნებასა თუ წარმომადგენლობისა და მოსახლეობის განწყობებს შორის შესაბამისობაზე. იმ შემთხვევაში კი, თუკი რომელიმე ძალა ხელისუფლებაში დარჩენას 2 ვადაზე მეტი ხნით ახერხებს, ცდილობენ ქვეყანა, ფაქტობრივად, ავტორიტარიზმის საფრთხის წინაშე მდგარ სახელმწიფოდ წარმოაჩინონ და ამის საუკეთესო მაგალითი ისევ საქართველოა. ეს იმ ფონზე, როდესაც დემოკრატიულობის მთავარი საზომი საარჩევნო პროცესში პარტიების ჩართულობის უზრუნველყოფა და მოქალაქეებისთვის შესაძლებლობის მიცემაა, საკუთარი ხმა იმ ძალას მისცენ, რომელიც მათ შეხედულებებს ყველაზე უკეთ ასახავს. ამ თვალსაზრისით, ვერავინ იტყვის, რომ საქართველოში პრობლემები არსებობს – ჩვენს ქვეყანაში ათეულობით პარტიაა დარეგისტრირებული, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობის მიღება მარტივად შეუძლიათ. ხოლო იმის რეალური მიზეზები, თუ რატომ ვერ იღებენ საკმარის მხარდაჭერას, მხოლოდ საკუთარ თავში უნდა ეძიონ. ნათელია, რომ საქართველოში დემოკრატიულობის პრობლემა არ არსებობს, პრობლემა მხოლოდ ოპოზიციურ სპექტრშია რომლის დიდი ნაწილიც არა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის, არამედ უცხოური ინტერესებით მოქმედებს, შესაბამისად, ის შედეგებიც ლოგიკურია, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე ფიქსირდება. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს „დიპ სტეიტისთვის“ დემოკრატიულობის ხარისხი სხვანაირად იზომება – მთავარია პარლამენტში რაც შეიძლება მეტი პარტია, რაც შეიძლება მცირე მხარდაჭერით მოხვდეს, იმისთვის, რომ თითოეულ მათგანზე კონტროლის მოპოვება გამარტივდეს.“- ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი გველესიანი: მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში – თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებსაც რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: საფრანგეთში ვითარება იმდენად დაიძაბა, საპროტესტო გამოსვლებში მეხანძრეებიც ჩაერთნენ. ბელგიაში აქციები ისევ არეულობაში გადაიზარდა. ამ ფონზე, საქართველოში პაველ ჰერჩინსკი კვლავ ჩვენი ქვეყნის მძიმე დემოკრატიულ მდგომარეობაზე გვესაუბრება და საქართველოს საკითხის მკაცრ განხილვას გვიანონსებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.