პოლიტიკა

რევაზ კარანაძე: რომან გოცირიძე, რომელმაც ჩვენი დიდი ბებია-ბაბუების დანაზოგი მიითვისა, ამბობს, რომ თურმე ფასების დაწევა არის რეპრესიები- შენი დანაშაულებების გამო, შენ უნდა იყო რეპრესიების მოწინავე რიგში, რადგან შენი ეკონომიკური ხედვების ბრალია ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება

პოლიტოლოგი რევაზ კარანაძე რომან გოცირიძის განცხადების შესახებ, რომელმაც აღნიშნა, რომ „ოცნების“ მთავრობა სავაჭრო ქსელის რეპრესიებს იწყებს მაღალი ფასების მომიზეზებით“, სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და ამბობს, რომ ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, სწორედ რომან გოცირიძის ეკონომიკური ხედვების ბრალია.

„კუპონა“ იგივე რომან გოცირიძე, რომელმაც 90-იანებში, ფინანსური რეფორმის შემდეგ, ჩვენი დიდი ბებია-ბაბუების წლების ნაშრომი დანაზოგი მიითვისა, გააქრო და გაასაღა ეს ფული ვიღაც ცეხავიტ ბიზნესმენებზე იმ მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეფორმებით, რომლებმაც ქვეყანა შეიყვანა სიღარიბეში და დღემდე უთანასწორო ეკონომიკა შეგვინარჩუნა, ეს ადამიანი ამბობს, რომ თურმე ფასების დარეგულირება და ფასების დაწევა არის რეპრესიები. მინდა ვთქვა, სწორედაც რომ ვემხრობი თუ ასეთი რეპრესიები იქნება. რადგან ამ ქვეყანაში მშრომელები და ახალგაზრდები პერსპექტივას ვეღარ ვპოულობთ, რადგან 300 და 400 ლარიანი ხელფასებით შეუძლებელია თავის გატანა, როდესაც ზეთი 20 და 25 ლარი ღირს. ხორცის ყიდვაზე კი უკვე შეუძლებელია ლაპარაკი. როდესაც ახალგაზრდებს ერთი ადამიანის ნაცვლად ოთხი ადამიანის პოზიციაზე ამუშავებენ. რომან გოცირიძე, შენი დანაშაულებების გამო პირველ რიგში, შენ უნდა იყო რეპრესიების მოწინავე რიგში, რადგან შენი და შენი ეკონომიკური ხედვების ბრალია ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება და შენნაირი ე.წ. რეფორმატორების – აცხადებს კარანაძე ვიდეოში. ამავე პოსტში კარანაძე წერს, რომ „ამათნაირი ეკონომიკური “რეფორმატორების” და მათი დამანგრეველი ანტისოციალური მემარჯვენე ეკონომიკის გამოა 35 წელი ჩვენი ხალხი უმძიმეს სოციოეკონომიკურ მდგომარეობაში – კოლექტიური რომან გოცირიძეები და ბენდუქიძიზმი კვლავ მშრომელი ხალხის წინააღმდეგ!“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი გველესიანი: მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში – თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებსაც რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: საფრანგეთში ვითარება იმდენად დაიძაბა, საპროტესტო გამოსვლებში მეხანძრეებიც ჩაერთნენ. ბელგიაში აქციები ისევ არეულობაში გადაიზარდა. ამ ფონზე, საქართველოში პაველ ჰერჩინსკი კვლავ ჩვენი ქვეყნის მძიმე დემოკრატიულ მდგომარეობაზე გვესაუბრება და საქართველოს საკითხის მკაცრ განხილვას გვიანონსებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.