პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე – აშშ-ის ადმინისტრაციის პოლიტიკა კავკასიასთან, საქართველოსთან მიმართებით არ არის ისეთი, რომ მადუროს მიმართ ჩატარებული ოპერაციის კონტექსტში აქ რაღაც მოლოდინი გავაჩინოთ

აქ თუ ძალებს მოვიკრებთ და ერთიანი ფრონტი გვექნება, ამ შემთხვევაში მეტ მხარდაჭერას უნდა ველოდოთ როგორც ამერიკის ადმინისტრაციისგან, ისე ევროპიდან, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძეს კითხვა დაუსვეს საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებიდან ციტატის გავრცელებაზე, რომელშიც ნათქვამია: „ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენსავე ნახევარსფეროში არსებობდეს ვენესუელის მსგავსი ქვეყანა, რომელიც იქნება კონტროლის ზონა და გზაჯვარედინი „ჰეზბოლასთვის“, ირანისთვის და ნებისმიერი სხვა მავნე გავლენისთვის როგორც ამ ქვეყანაში, ისე მთელ მსოფლიოში. ეს უბრალოდ არ მოხდება“.

ჯაფარიძის თქმით, აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის პოლიტიკა კავკასიასთან, საქართველოსთან მიმართებით არ არის ისეთი, რომ ვენესუელაში აშშ-ის მიერ ჩატარებული ოპერაციის კონტექსტში აქ რაღაც მოლოდინები გაჩნდეს.

„არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ კონტექსტში უნდა შევხედოთ მაგას, რომ რადგან მადუროსთან მიმართებაში ოპერაცია ჩაატარეს, აქ რაღაც მაგის მოლოდინი უნდა გავაჩინოთ და საქართველოში რამე ოპერაციას ჩაატარებენ. არ არის დღევანდელი ამერიკის ადმინისტრაციის პოლიტიკა კავკასიასთან, საქართველოსთან მიმართებით ეგეთი. ისინი მეტად არიან კონცენტრირებულები საკუთარ ნახევარსფეროზე, საკუთარ ნახევარსფეროში აკეთებენ რაღაცებს და მოლოდინი, რომ აქეთაც რამე ეგეთს იზამენ – არა. სხვა ტიპის მხარდაჭერა გვჭირდება, ოღონდ მაგ მხარდაჭერას აქ ძალების მოკრება სჭირდება, თუ აქ ძალებს მოვიკრებთ და გვექნება ერთიანი ფრონტი, ამ შემთხვევაში მეტ მხარდაჭერას უნდა ველოდოთ როგორც ამერიკის ადმინისტრაციისგან, ისე ევროპიდან“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“  ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.