პოლიტიკა

გაგა კახიანი: ბიძინა ივანიშვილი, როდესაც ბიუჯეტი გაღლეტილი იყო, აფინანსებდა პოლიციელებისა და მასწავლებლების ხელფასებს. უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისათვის, პირადი სახსრები, 3.5 მილიონი დოლარი დახარჯა ქველმოქმედებაში და ამ თანხიდან 1 თეთრი საქართველოში არ უშოვია

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი ნიკა გვარამიას განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილ დანაშაულებს კი არ ემიჯნება, არამედ ბიძინა ივანიშვილის მიერ ქვეყნისთვის გაწეულ ქველმოქმედებას.

კახიანის თქმით, იმ ფონზე, როდესაც იყო მოლოდინი, რომ გვარამია ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებს გაემიჯნებოდა, აღმოჩნდა, რომ ემიჯნებოდა ბიძინა ივანიშვილს.
კახიანის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილს ქონება საქართველოში არ შეუძენია, თავისი ქონების 80% – 3.5 მილიარდზე მეტი ქვეყანას მოახმარა და გაღლეტილი ბიუჯეტის პირობებში პოლიციელებისა თუ მასწავლებლების ხელფასებს აფინანსებდა. მისივე თქმით, გვარამია სწორედ ამ სიკეთეებს ემიჯნება.

„დღეს ბევრი აბსურდული განცხადება მოვისმინეთ ბატონი გვარამიასგან, და არაერთი მაგალითი ითქვა ამ თვალსაზრისით, მაგრამ ერთს გამოვყოფდი. მან ისაუბრა იმაზე, რომ რას ვემიჯნებიო და იყო მოლოდინი იმისა, რომ იტყოდა ვემიჯნები მაგალითად, ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, მაგრამ აღმოჩნდა რომ იგი ამას კი არ ემიჯნება, იგი თურმე ემიჯნება იმას, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილი გადასახადებს არ იხდიდა და შემდგომ ამ გადასახადებით მოვიდა იგი პოლიტიკაში, ანუ ამას ამბობს ადამიანზე, რომელსაც ქონება საქართველოში არ შეუძენია და, რაც ჰქონდა ქონება, თავისი ქონების 80% მოახმარა ქვეყანას, და 3.5 მილიონი ქველმოქმედება აქვს გაწეული ამ ქვეყნის მიმართ. ბიძინა ივანიშვილი, მაშინ როდესაც ბიუჯეტი გაღლეტილი იყო, იგი აფინანსებდა პოლიციელების ხელფასებს, მასწავლებლების ხელფასებს და უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისათვის და აღმოჩნდა, რომ თურმე ბატონი გვარამია ამას ემიჯნება და არა იმას, რომ სისტემურ დანაშაულებს ჰქონდა ადგილი მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს”,- განაცხადა გიორგი კახიანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გაგა კახიანი: ბიძინა ივანიშვილი, როდესაც ბიუჯეტი გაღლეტილი იყო, აფინანსებდა პოლიციელებისა და მასწავლებლების ხელფასებს. უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისათვის, პირადი სახსრები, 3.5 მილიონი დოლარი დახარჯა ქველმოქმედებაში და ამ თანხიდან 1 თეთრი საქართველოში არ უშოვია

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: ის უტიფრობა, რაც დღეს გვარამიამ იკადრა – ნაცისთვისაც კი ზედმეტია. ეს არსება ამბობს, რომ თითქოს, ერისკაცი ბიძინა ივანიშვილი გადასახადებს არ იხდიდა. ერმაც და ბერმაც ძალიან კარგად იცის, რომ მან მთელი თავისი ქონება, საქართველოში ქველმოქმედების სახით დახარჯა, განა ეს ყველაფერი არ იცის ნიკუტამ?! იცის, მაგრამ ისტორიის გადაწერა უნდა

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელი ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საჯაროდ და საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და 100-ზე მეტ წყაროს, რომელიც სარჩელში უშუალოდ არის მითითებული

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.