პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი – სამართლებრივი შეფასებების ნაცვლად, ვენეციის კომისია პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს, აშშ-ის გადაწყვეტილება გასაკვირი ნამდვილად არ არის

ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ბოლო წლებში თვალყურს ვადევნებთ, რომ სამართლებრივი შეფასებების ნაცვლად, ისინი პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მაჭავარიანმა კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ საპრეზიდენტო მემორანდუმზე, რომელიც 66 საერთაშორისო ორგანიზაციიდან შეერთებული შტატების გასვლას ითვალისწინებს, რომელთა შორის ვენეციის კომისიაც მოხვდა.

„ისიც ნუ დაავიწყდება ჩვენს საზოგადოებას, რომ, თუ არ ვცდები, მათი რეკომენდაცია იყო, კონსტიტუციიდან ამოგვეღო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ოჯახი არის კაცისა და ქალის ერთობა. ასევე, მათი რეკომენდაცია იყო, გაგვეუქმებინა გამჭვირვალობის და ანტილგბტ პროპაგანდის კანონი. ასევე მათი რეკომენდაციაა, თურმე გამჭვირვალობა არ შეიძლება მდიდარი ენჯეოორგანიზაციებისთვის და ა.შ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, აშშ-ის ეს გადაწყვეტილება გასაკვირი ნამდვილად არ არის“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ამასთან, ჟურნალისტებმა მაჭავარიანს კითხვა დაუსვეს აშშ-ის პოზიციაზე, რომლის მიხედვით, ეს ორგანიზაციები „წინ სწევენ საკუთარ დღის წესრიგს ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ ან საფრთხეს უქმნიან ჩვენი ერის სუვერენიტეტს, თავისუფლებასა და ზოგად კეთილდღეობას“.

„ზოგადად, აშშ-ის ეს პოზიცია მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული, წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი უკვე აღარ არსებობს და ჩვენ ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების პროცესს ვადევნებთ თვალს. ამ შემთხვევაში, ჩვენნაირი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, უნდა იყოს ძალიან მობილიზებული, ყურადღებიანი, მოქნილი და პრაგმატული. საჭიროა იმ პოლიტიკის გატარება, რასაც დღეს „ქართული ოცნება“ ატარებს, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ახალ მსოფლიო წესრიგს, რაც ჩამოყალიბდება, ისე მოვერგოთ, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაცული“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“  ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.