პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე – ევროკავშირის არარჩეულ ბიუროკრატიაში არ არსებობს ქვეყნებისადმი პატივისცემა, შესაბამისად, ქართულ საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს მათი განცხადებების იმედი

ჩვენ არაერთხელ ვამხილეთ ევრობიუროკრატია ფაქტებით ტყუილში და საქართველოზე თავდასხმაში, ევროკავშირის მოქმედ არარჩეულ ბიუროკრატიაში არ არსებობს არანაირი ინტერესების გატარება, არანაირი ქვეყნების პატივისცემა და თანასწორი დამოკიდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძის თქმით, ხშირ შემთხვევაში ეს ბიუროკრატია მხილებულია კორუფციაში და აღარ არსებობს ის საერთაშორისო სამართლის სტანდარტები, რომლებიც აქამდე მოქმედებდა.

„ჩვენ არაერთხელ ვამხილეთ ევრობიუროკრატია ფაქტებით ტყუილში და საქართველოზე თავდასხმაში. ზუსტად იმავე ფაქტებზე აკეთებენ კომენტარებს და ამხელენ ხოლმე, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაცია. ვხედავთ, რომ ევროკავშირის მოქმედ არარჩეულ ბიუროკრატიაში არ არსებობს არანაირი ინტერესების გატარება, არანაირი ქვეყნების პატივისცემა და თანასწორი დამოკიდებულება. ხშირ შემთხვევაში ეს ბიუროკრატია მხილებულია კორუფციაში. აღარ არსებობს ის საერთაშორისო სამართლის სტანდარტები, რომლებიც აქამდე მოქმედებდა.

ამ ბიუროკრატიისთვის არ აქვს მნიშვნელობა ქვეყნის სუვერენიტეტს, არც ადამიანის უფლებების დაცვას. დაბოლოს, იქამდეც არიან ისინი მისული, თურმე მოლდოვა რაიმეთი წინ არის საქართველოზე. ეს აბსოლუტური ტყუილია, რომელსაც ისინი ავრცელებენ. შესაბამისად, ქართულ საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს მათი განცხადებებისა და გადაწყვეტილებების იმედი“, – განაცხადა გორდულაძემ.

მისივე თქმით, რაც შეეხება საქართველოს, ნაკისრ ვალდებულებებს, რომლებიც ორმხრივად დადებული ხელშეკრულებებით აქვს, ასრულებს.

„მაგალითად, კანონმდებლობა მოგვყავს ევროკავშირის სამართალთან შესაბამისობაში, რაც მუდმივად განგრძობადი პროცესია. არაერთხელ გაგვიცხადებია ქვეყნის უმაღლესი პირების და ჩვენი გუნდის ლიდერების მხრიდან, რომ 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველაზე მზად იქნება. დანარჩენი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მოქმედი ბიუროკრატიის პირობებში, საქართველოს სასარგებლო გადაწყვეტილება რომ არ იქნება მიღებული, ეს ცხადზე ცხადია“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“  ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.