პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი ე.წ კამიტით მოწამვლის კამპანიაზე: ეს არის „დიფ სთეითის“ სცენარის მეორე ნაწილი. ადამიანები, რომლებიც ამ ფილმში მონაწილეობას იღებენ „კამიტით“ კი არა, სამშობლოს სიძულვილით არიან მოწამლულნი

ეს არის „დიფ სთეითის“ სცენარის მეორე ნაწილი,- განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა ე.წ კამიტით მოწამვლის კამპანიასთან დაკავშირებით საუბრისას.

სოსიაშვილის განცხადებით, ის ადამიანები, რომლებიც „კამიტით“ მოწამვლასთან დაკავშირებით ფილმებში მონაწილეობენ „კამიტით“ კი არ არიან მოწამლულნი, არამედ საკუთარი სამშობლოს სიძულვილით.

„პირველი ნაწილი ჩვენ ვნახეთ, რომ ჩაფლავდა. ვერ გაიყიდა საზოგადოებაში მათი შეთხზული ტყუილი მოწამვლასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არ არსებულ ამბავს ედავებოდნენ საქართველოს ხელისუფლებას. დადასტურდა, რომ არანაირი მსგავსი ნივთიერება არ ყოფილა და რა კი ეს სცენარი ვერ განხორციელდა და უზარმაზარი თანხები დაიხარჯა ამ სცენარის მომზადებისთვის, განხორციელებისთვის. შემდეგ უკვე მეორე ნაწილზე გადავიდნენ – ფილმების მომზადება დაიწყეს და სხვათა შორის, ერთ-ერთ ამ ფილმში მთავარ როლში იქნება ბუმბულგაცვენილი თუთიყუში, რომელსაც გვარამია გაახმოვანებს ციხიდან, იმიტომ რომ მისი ხმა ყველაზე უკეთესად მოუხდება თუთიყუშის საუბარს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მორიგი, თავსმოხვეული, „დიფ სთეითის“ მიერ შემოტანილი ცრუ ნარატივი და პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ამ ფილმში მონაწილეობას იღებენ, „კამიტით“ კი არ არიან მოწამლულები, სამშობლოს სიძულვილით არიან მოწამლულნი და მათ ერთადერთი მზიანი ამოძრავებთ, რომ როგორღაც ხელისუფლებაში დაბრუნდნენ და ამ საწამლავს იყენებს „დიფ სთეითი“ მათი გონების ასამღვრევად.“- განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“  ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.