პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი იტალიის პრემიერის განცხადებაზე, რომ „დროა ევროკავშირიც ესაუბროს რუსეთს“: ეს განცხადებები უფრო ადრეც უნდა გაკეთებულიყო ევროპელი ლიდერებისგან, იმიტომ რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას, ცეცხლის შეწყვეტას, დიალოგს, ალტერნატივა არ გააჩნია

მე ვფიქრობ, რომ ეს განცხადებები უფრო ადრეც უნდა გაკეთებულიყო ევროპელი ლიდერებისგან, იმიტომ, რომ სიღრმეში შევიდა ეს ომი, ომი, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მიწასთან გაასწორა ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო, გააჩანაგა მისი უამრავი ქალაქი და პირისაგან მიწისა აღგავა უამრავი დასახლებული პუნქტი,- ასე ეხმიანება პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებას – „ვფიქრობ, მაკრონი მართალია, დროა, ევროკავშირიც ესაუბროს რუსეთს“.

სოსიაშვილის განცხადებით, აღნიშნული განცხადებები უკვე დაგვიანებულიც კია, რამდენადაც დიალოგს და მაგიდასთან დაჯდომას ალტერნატივა არ აქვს.

„შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ეს განცხადება დაგვიანებულიც კია, იმიტომ რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას, ცეცხლის შეწყვეტას, დიალოგს, ალტერნატივა არ გააჩნია, იმიტომ, რომ ყველა ომს გააჩნია თავისი პრევენციული ქმედებები და შემდეგ დაზავებაც და დაზავება დაგვიანებულიც კია, როცა ამდენი ადამიანი იხოცება შენს თვალწინ კეთილი ნება უნდა იბოძო, როგორც ქვეყნის ლიდერმა, დაჯდე და გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომლებიც წაადგება ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას“,- განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“  ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.