პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი ბრიუსელის გეგმაზე: წარმოუდგენელ თანხაზეა საუბარი,  8 მილიარდზე და 600 %-იან ზრდაზე, რომელიც უნდა წავიდეს გიგაურების და სხვა ენჯეოების ჯიბეებში. მათი მთავარი მიზანი  არის ამ აგენტურული ძალების გამოკვება, რომ როგორმე ამ ფულით წყურვილი გაუღვიძონ და ხალხი გამოიყვანონ რევოლუციური სცენარის სისრულეში მოსაყვანად

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი  ბრიუსელის მიერ ენჯეო სექტორისთვის 8  მილიარდის გადარიცხვის საკითხს ეხმიანება. 

სოსიაშვილის განცხადებით, საუბარია წარმოუდგენლად დიდ თანხაზე, რომელსაც აქვს ერთადერთ დანიშნულება, რომ გამოკვებონ   აგენტურულ ძალა, რათა მათ შემდეგ  ხალხში რევოლუციური სცენარები გააღვიძონ. 

„იმ ფონზე, რომ ამერიკის ადმინისტრაციამ USAID-ზე ღიად თქვა, რომ ეს არის ორგანიზაცია მავნებლურ საქმიანობას ეწოდა და უამრავ ქვეყანაში აფინანსებდა ე.წ ფერად რევოლუციებს, გადატრიალებებს, არჩეული ხელისუფლებების მიმართ რევოლუციურ გამოხტომებს, USAID-ის მავნებლური საქმიანობის ჩანაცვლებას აპირებენ ახლა ევროკავშირის ეს ბიუროკრატები, რომლებიც ასე უღვთოდ ძარცვავენ ევროპის მოსახლეობას. საიდან არის ეს თანხა კითხვა იბადება, ეს არის ევროპელი გადამხდელების თანხა, რომელიც მიემართება მათი მხრიდან აი ამ აგენტურული ძალების დაფინანსებისკენ. რათა მოახდინონ არეულობა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში და თავიანთი სასურველი აგენტურული ძალა მოიყვანონო.  მთავარი ის არის, რომ მათ ვერ შეძლეს ამის განხორციელება. წარმოუდგენელ თანხაზეა საუბარი 8 მილიარდზე და 600 %-იან ზრდაზე, რომელიც უნდა წავიდეს გიგაურების და სხვა ენჯეოების ჯიბეებში. მათ ქართველი ხალხის ბედი კი არ ადარდებთ, რომ რაიმე პროგრამა დააფინანსონ, საზოგადოების განვითარებას ხელი შეუწყონ, მათი მთავარი მიზანი  არის ამ აგენტურული ძალების გამოკვება, რომ როგორმე ამ ფულით წყურვილი გაუღვიძონ, რომ როგორმე ხალხი გამოიყვანონ და მოახდინონ რევოლუცია სცენარის სისრულეში მოყვანა, მაგრამ აღარავინ იჯერებს ამ ყველაფერს, სახეზეა მათი ქმედება და ბუნებრივია, რომ აღარ ეყიდებათ ეს იაფფასიანი ტყუილები“,- განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“  ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.