ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თორნიკე ჭეიშვილი„მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი4°C
  • ბათუმი9°C
  • ქუთაისი7°C
  • რუსთავი6°C
  • ზუგდიდი7°C
  • თელავი5°C
  • გორი4°C
  • ახალციხე2°C
  • ოზურგეთი8°C
  • ამბროლაური3°C
  • მესტია−1°C
  • ფოთი9°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 25 ნოემბერი
  • USD2.5922−0.0004
  • EUR2.8343−0.0080
  • GBP3.3867−0.0101
  • TRY0.0512−0.0001
  • 100 RUB3.1561+0.0019
  • AZN1.5244+0.0002
  • 1000 AMD7.1906+0.0035
  • 10 UAH0.5714−0.0048
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ12 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ23:20
დავით ქართველიშვილი

განცხადება · 123 ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებაზე

„ხელისუფლებამ აირჩია ეს ტაქტიკა – საკუთარ რიგებში არცერთი კორუფციონერი და არცერთი დამნაშავე“

„ყველას აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც ცხოვრობს. ძალიან ცუდია, რომ ეს უფლება გადადის კონკრეტულ დანაშაულში, მაგრამ არცერთი დანაშაული არ უნდა დარჩეს დაუსჯელი,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პასუხისგებაში მიცემის ფაქტის კომენტირებისას.

როგორც ქართველიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ცუდია, როცა პოლიტიკოსები ვერ უძლებენ ძალაუფლების ხიბლს. მაგრამ, მისი თქმით, მთავარია, რომ დანაშაულის შემთხვევაში, ხელისუფლების გამოხატული ნებით, თანამდებობა ინდულგენცია არ არის.

„ირაკლი ღარიბაშვილი ყველას გვახსოვს, როგორც ახალგაზრდა ნიჭიერი პოლიტიკოსი, რომელსაც მთელი ქვეყანა გულშემატკივრობდა. მოხდა ის, რაც მოხდა – კონკრეტული დანაშაული, რომლის ჩადენაც აღიარა ამ ადამიანმა. ყოველ შემთხვევაში, ის ზოგიერთივით არ გაქცეულა ევროპაში, არ იმალება გერმანიასა და საბერძნეთში. მას მოუწევს ამ სასჯელის მოხდა. არაფერი კატასტროფული, პირადად მისთვის არ მომხდარა. ყველაფერი შეიძლება მოუვიდეს ადამიანს. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში, როგორც ჩანს, პოლიტიკოსების მთელი პლეადა ვერ უძლებს ძალაუფლებას, ნდობას, რომელსაც მას უცხადებს იგივე ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“. მე გული მტკივა უბრალოდ იმაზე, რაც მოხდა არა მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის, არამედ იგივე გრიგოლ ლილუაშვილისა და სხვა ბევრი ადამიანის შემთხვევაში. უფრო მეტი უბედურება და გაუგებრობა იქნებოდა ჩემთვის, თუკი ხელისუფლება, იმიტომ, რომ ეს ადამიანები იყვნენ პოლიტიკური გუნდის ყოფილი წევრები, დამალავდა ამ ფაქტებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველას აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც ცხოვრობს. ძალიან ცუდია, რომ ეს უფლება გადადის კონკრეტულ დანაშაულში, მაგრამ არცერთი დანაშაული არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. მე არ მახსოვს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, რომელიმე გახმაურებული საქმე, რომელიც აღიძრა მისი პერიოდის რომელიმე პრემიერ-მინისტრის, ან მინისტრის, ან მინისტრის მოადგილის მისამართით. ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ მის პერიოდში არ ხდებოდა სამსხურეობრივი გადაცდომა, არ იყო კორუფცია, მექრთამეობა, უფლებამოსილების გადამეტება და არ იყო უფრო მძიმე დანაშაული, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევაში გვაქვს. მაგრამ დღეს ხელისუფლებამ აირჩია ეს ტაქტიკა – საკუთარ რიგებში არ იყოს არცერთი კორუფციონერი და არცერთი დამნაშავე,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

დავით ქართველიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. დავით ქართველიშვილი„ადამიანურ ტრაგედიას ქოცურ-ნაცურ „ბენეფიტებში“ რანაირად განიხილავთ, ერთ დაწერილ წინადადებაში რამდენი უნდა გადაგიხადონ“
  2. დავით ქართველიშვილი„ღმერთის და წმინდანების სახელით დედაეკლესიის ერთიანობის დაშლას ცდილობენ“
  3. დავით ქართველიშვილი„საქართველოსა და რუსეთს შორის სპეციალური წარმომადგენლების დონეზე პირდაპირი დიალოგის განახლება ორმხრივი ურთიერთობების უფრო სისტემურ და პრაგმატულ მოდელზე გადასვლის მნიშვნელოვანი სიგნალია - და ეს პირველი კომუნიკაცია უკვე შედგა“
  4. დავით ქართველიშვილი„ოპოზიციის წარმომადგენლებს ავიწყდებათ მთავარი, საქართველოს ხელისუფლებასაც რომ გაეზიარებინა ის მოთხოვნები, რომლებსაც დასავლეთი უყენებდა, ირაკლი კობახიძესაც წითელი ხალიჩებით დახვდებოდნენ, ფოტოებსაც გადაიღებდნენ და ღიმილითაც შეხვდებოდნენ, მაგრამ რა იქნებოდა ამის ფასი?“