განცხადება · 165 ნახვა
„კაია კალასი სწორედ გარე ძალების დავალებების შესრულებით არის დაკავებული და არა ევროკავშირის განვითარებით“
„რობერტ ფიცომ ხმამაღლა გააჟღერა ბოლო დროინდელი ბრალდებები კაია კალასის მიმართ, რომელიც აშკარად არ ასრულებს ევროპელი ხალხების ნებას,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის წინააღმდეგ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს განცხადების კომენტირებისას.
ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზი გაუსვა იმას, რომ ფიცოს განცხადება ადასტურებს კალასის მხრიდან გარე ძალების დავალებების შესრულების მზადყოფნას და ამავდროულად იმას, რომ მისი საქმიანობა არ არის მიმართული ევროკავშირის ღირებულებების გაძლიერებისკენ.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„რობერტ ფიცომ ხმამაღლა გააჟღერა ბოლო დროინდელი ბრალდებები კაია კალასის მიმართ, რომელიც აშკარად არ ასრულებს ევროპელი ხალხების ნებას და მოქმედებს სხვა გარე ძალების დავალებით, რომლებიც დაკავებულები არიან მსოფლიოში ასეთი ტიპის არასამართლიანი, არადემოკრატიული, ადამიანის უფლებების და სამართლის შემლახავი ქმედებებით როგორც საქართველოში, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში. კაია კალასი სწორედ ამ დავალებების შესრულებით არის დაკავებული და არა ევროკავშირის საერთო ღირებულებების და ევროკავშირის განვითარებით,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
ეკა სეფაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ეკა სეფაშვილი„საქართველოში არ და ვერ მოხერხდება ევროინტეგრაციის პროცესის პოლიტიზირება - სწორედ ამას უზრუნველყოფს ქართველი ხალხი და მათ მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელსაც ჰყოფნის გონიერება და საქართველოს ინტერესებს დღემდე წარმატებით იცავს“
- ეკა სეფაშვილი„ევრობიუროკრატებმა დიალოგის სივრცე თავად ჩაკეტეს, რადგან ოფიციალურ დონეზე საქართველოს მიერ გაჟღერებული სწორი, სამართლიანი არგუმენტების მოსმენა არ სურთ, თორემ ევროინტეგრაციის პროცესი, რომ მიმდინარეობს საქართველოში, ეს გადასარევად იციან და მათი არაერთი კვლევა მოწმობს ამას“
- ეკა სეფაშვილი„ევროკავშირის ამჟამინდელ ბიუროკრატიას, ევროკომისიის სახით, სურს საქართველო მორჩილი ვასალის როლში იხილოს“
- ეკა სეფაშვილი„მიზეზები, რომლებიც ევროკომისიის გაფართოების ანგარიშშია მოყვანილი, მხოლოდ მოგონილი საბაბია, რათა თითის დასაქნევი მიზეზი არსებობდეს - აბა, ტყუილუბრალოდ, არგუმენტების გარეშე ვერ იტყვიან, რას ერჩიან საქართველოს და ქართულ ხელისუფლებას“
