პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი მაია სანდუს განცხადებაზე: მალე “საერთაშორისო რადარებზე” ახალი ცხელი წერტილი გაჩნდება და დასავლეთისთვის ესოდენ სანატრელი “მეორე ფრონტი” რუსეთთან

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს ბრიტანულ პოდკასტ Rest Is Politics-თან ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას, რომ ის „რეფერენდუმის შემთხვევაში, რუმინეთთან გაერთიანებას ხმას მისცემდა“.

ქართველიშვილი ვარაუდობს, რომ მალე გაჩნდება ახალი ცხელი წერტილი და დასავლეთისთვის სანატრელი “მეორე ფრონტი” რუსეთთან.

„იმედის“ ეთერში ნახევრად ხუმრობით ვთქვი, რომ წელს უნივერსიტეტებში აქტუალურობას კარგავს “საერთაშორისო სამართალი”, როგორც საგანი, ხოლო სკოლებში, გეოგრაფიის სწავლება. და ეს მანამ, სანამ არ ჩამოყალიბდება ახალი მსოფლიო მართლწესრიგი და განახლებული გეოგრაფიული რუკები. მოლდოვაში იწყება ახალი ამბავი. ქვეყნის პრეზიდენტმა რუმინეთთან გაერთიანების საკითხი წამოწია. ამის წინააღმდეგ უკვე გაილაშქრა ქვეყნის სამმა მნიშვნელოვანმა სუბიექტმა: დნესტრისპირეთი, გაგაუზიის ავტონომია და “სოციალისტების ოპოზოციური პარტია”. ამ ახლად გაჩენილ ცეცხლს ნავთი გადაასხა რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველმა დიასპორების საკითხებში ევგენი ტომაკმა განცხადებით – რუმინეთი მზადაა ამ საკითხზე მოლდოვასთან მოსალაპარაკებლად. ასე რომ, მალე “საერთაშორისო რადარებზე” ახალი ცხელი წერტილი გაჩნდება და დასავლეთისთვის ესოდენ სანატრელი “მეორე ფრონტი” რუსეთთან. სულ რომ “არ შევიმჩნიოთ” შიდაპოლიტიკური მღელვარება ამ თემაზე, გამორიცხულია კრემლმა ამ იდეის ხორცშესხმას იგნორირება გაუკეთოს. ქართველებს კი მორიგ ჯერზე გვებადება განცდა, რა “უინტერესოდ” ვცხოვრობთ და მსოფლიოს საინფორმაციო სივრცის breaking news-ს მოწყვეტილები ვართ. “ვჭამთ” ამ მშვიდობას, სიმშვიდეს და საზეიმოდ ვაგრძელებთ იანვრის თვის “უქმად” გამოცხადებას…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“  ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.