განცხადება · 105 ნახვა
„დანიამ მთელი შეიარაღება უკრაინაში პროქსი ომში გააგზავნა, ახლა გამოირკვა, დანიას თურმე რუსეთისგან კი არა, ამერიკისგან ემუქრება საფრთხე, შეიარაღება კი პრაქტიკულად აღარ დარჩა“
დანიამ მთელი თავისი შეიარაღება უკრაინაში პროქსი ომში გააგზავნა. დანიის მთავრობა ამტკიცებდა, ამას რუსეთისაგან დანიის დასაცავად აკეთებდა, – წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, გაირკვა, რომ დანიას რუსეთისგან კი არა, ამერიკისგან ემუქრება საფრთხე, შეიარაღება კი პრაქტიკულად აღარ დარჩა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
მისივე თქმით, პრეზიდენტი ტრამპი დასცინის დანიელებს, “ორი მარხილის მეტი არაფერი არ გაქვთ გაეთრიეთ თქვენი ტერიტორიიდანო”.
“დანიამ მთელი თავისი შეიარაღება უკრაინაში პროქსი ომში გააგზავნა. დანიის მთავრობა ამტკიცებდა ამას რუსეთისაგან დანიის დასაცავად აკეთებდა. ახლა გამოირკვა, დანიას თურმე რუსეთისგან კი არა ამერიკისგან ემუქრება საფრთხე და შეიარაღება კი პრაქტიკულად აღარ დარჩა. ამერიკის პრეზიდენტი დასცინის დანიელებს, ორი მარხილის მეტი არაფერი არ გაქვთ გაეთრიეთ თქვენი ტერიტორიიდანო. სხვათაშორის მარტო დანია არ განიარაღდა ამ პროქსი ომში. მორალი: ნუ იტყუები “სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა,””- წერს ჭოტორლიშვილი.
ლევან ჭოტორლიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ლევან ჭოტორლიშვილი„ბოროტების მანქანის ჭანჭიკი. ამ სუბიექტის, ე.წ. დოის, წულაძის, უშიკიშვილის, ბუღაძეების პრობლემა არის პროფესიონალური წარუმატებლობა. პიგმეებად გამოიყურებიან ოთარ ჭილაძის, ჯანსუღ კახიძის, რობერტ სტურუას, თემურ ჩხეიძის, რეზო ჩხეიძის, ანზორ ერქომაიშვილის ფონზე“
- ლევან ჭოტორლიშვილი„გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას“
- ლევან ჭოტორლიშვილი„ირაკლი კობახიძის დონის ინტელექტუალი პოლიტიკოსი რომ ჰყავდეს ევროკავშირს, ასეთი უკუსვლა და ჩამორჩენა არ ექნებოდა ბოლო ოცი წლის განმავლობაში“
- ლევან ჭოტორლიშვილი„ღარიბაშვილი დაღუპა პროვინციულმა სითამამემ და თუ გინდათ გოიმობამ. ნდობის არ გამართლება და სიტყვის გატეხვა არის მისი ტრაგედია და არის ის რომ პროკურატურა ედავება“
