ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თორნიკე ჭეიშვილი„მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება“ დღეს 18 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი8°C
  • ბათუმი10°C
  • ქუთაისი9°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი9°C
  • თელავი10°C
  • გორი8°C
  • ახალციხე6°C
  • ოზურგეთი10°C
  • ამბროლაური4°C
  • მესტია2°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 25 ნოემბერი
  • USD2.5922−0.0004
  • EUR2.8343−0.0080
  • GBP3.3867−0.0101
  • TRY0.0512−0.0001
  • 100 RUB3.1561+0.0019
  • AZN1.5244+0.0002
  • 1000 AMD7.1906+0.0035
  • 10 UAH0.5714−0.0048
ᲣᲪᲮᲝᲣᲠᲘ ᲛᲔᲓᲘᲐ17 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ17:42
ლიზ ტრასი

განცხადება · 167 ნახვა

„ბრიტანეთის პოლიცია მიკერძოებულ, პრიორიტეტდაკარგულ ორგანოდ იქცა, რომელიც ადამიანებს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების გამო აპატიმრებს, ისლამისტი მოძალადეები კი ძალადობისთვის არ ისჯებიან“

ბრიტანეთის პოლიცია მიკერძოებულ, პრიორიტეტდაკარგულ ორგანოდ იქცა, რომელიც ადამიანებს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების გამო აპატიმრებს, ისლამისტი მოძალადეები კი ძალადობისთვის არ ისჯებიან, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა საკუთარი პოდკასტის მეშვიდე ეპიზოდში.

ტრასმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად „ვოუქ“ იდეოლოგიას დაქვემდებარებულ პოლიციაზე ისაუბრა, რომელმაც, მისი თქმით, ავტონომია დაკარგა და ისლამიზმის აპოლოგეტად იქცა.

„ჩვენ ვხედავთ, როგორ იჩოქებენ პოლიციელები მოძრაობა Black Lives Matter-ის წინაშე, როგორ ჩნდებიან გეი აღლუმებზე, როგორ საუბრობენ მაღალჩინოსნები შეხვედრებზე არაბულ ენაზე. ჩვენ ვნახეთ სკანდალი, როგორ გააყალბა პოლიციამ მტკიცებულებები, რომ არ დაეშვა საფეხბურთო მატჩზე ისრაელელი გულშემატკივრები. მემარცხენე ძალებმა პოსტმოდერნისტულმა მარქსისტებმა, რომლებსაც სჯერათ კრიტიკული რასობრივი თეორიების, წარმატებით შეაღწიეს ჩვენს კანონებში და მათზე გავლენა მოახდინეს. პოლიციის ფუნქცია შეიცვალა. ჩვენ ვცხოვრობთ კაფკას რეალობაში, მხუთავი ბიუროკრატიის პირობებში, სადაც ძარცვებს არ იძიებენ, მაგრამ ჟურნალისტებსა და კომიკოსებს X-ზე პოსტების გამოქვეყნების გამო აპატიმრებენ. ოპერატიული ავტონომია, რომელიც პოლიციას ჰქონდა, აღარ არსებობს. პოლიციის პრიორიტეტები კითხვის ნიშნის ქვეშ დგას… გრეჰემ ლაჰანმა აქ მომიყვა, როგორ მოახდინეს ტრანსგენდერმა აქტივისტებმა პოლიციელზე ზეწოლა, რომ ის დაეპატიმრებინათ. ჩვენ ვნახეთ რუანდელი მიგრანტის მიერ მოკლული სამი გოგო, რასაც დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი მოჰყვა, და ვნახეთ, როგორ დააკავეს პრემიერის მითითებით ქუჩაში გამოსული ათასობით ადამიანი. კონტრაქციის მონაწილეები კი შეიარაღებული ისლამისტების სახით, რომლებიც ბირმინგემში პაბს დაესხნენ თავს, იმავენაირად არ დასჯილან. სამწუხაროდ, პოლიციელები დანებდნენ ისლამიზმს“, – განაცხადა ტრასმა.

ლიზ ტრასი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ლიზ ტრასი„როგორ შეიძლება ადამიანებმა დაკარგონ მორალური კომპასი? ბრიტანეთის ხელისუფლებამ დაუშვა მოზარდი გოგონების წამება და გაუპატიურება“
  2. ლიზ ტრასი„ბრიტანეთში მდგომარეობა უფრო უარესია, რადგან გვაქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული BBC, რომელიც გაჟღენთილია “ვოუქ” იდეოლოგიით და ანტიამერიკული განწყობებით“
  3. ლიზ ტრასი„ევროკავშირი ტექნოკრატიული და ანტიდემოკრატიული აზროვნების თავშესაფარია“
  4. ლიზ ტრასი„ბრიტანეთი უმოქმედოდ, მარტო დარჩა ისევე როგორც ევროკავშირი, რადგან დანარჩენი მსოფლიო წინ წავიდა – ჩვენ ამ ფონზე სულელურად გამოვიყურებით“