პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: უსინდისო პატიმრების ოჯახის წევრებმაც და მათთვის დავალების მიმცემებმაც კარგად იციან, რომ დანაშაულის აღიარებისა და მონანიების გარეშე არანაირი შეწყალება არ იქნება. სწორედ ამიტომაც ქმნიან ყალბ მოლოდინებს, რომ შემდეგ სცადონ და წარმოაჩინონ – როგორი “ულმობელია” ხელისუფლება

როგორი დაუნდობელი და ცინიკოსია ყველა, ვინც ეს ბინძური სცენარი ჯერ მოიფიქრა – შემდეგ სისრულეში მოიყვანა და უსინდისო პატიმრის ასევე უსინდისო მშობლები რადიკალური ოპოზიციის პიარისთვის და ხელისუფლების დისკრედიტირების მცდელობისთვის გამოიყენა, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე.

მისივე თქმით, დანაშაულის აღიარებისა და მონანიების გარეშე არანაირი შეწყალება არ იქნება და ამ ყალბი მოლოდინებით ცდილობენ ხელისუფლება „ულმობელად“ წარმოაჩინონ.

„როგორი დაუნდობელი და ცინიკოსია ყველა, ვინც ეს ბინძური სცენარი ჯერ მოიფიქრა – შემდეგ სისრულეში მოიყვანა და უსინდისო პატიმრის ასევე უსინდისო მშობლები რადიკალური ოპოზიციის პიარისთვის და ხელისუფლების დისკრედიტირების მცდელობისთვის გამოიყენა. დღეს დილიდან მოძალადე მსჯავრდებულის ოჯახის წევრები არიან ციხესთან შეკრებილნი, ხოლო პატრონები მათ აქმნევინებენ ყალბ მოლოდინს, რომ შესაძლოა საქართველოს პრეზიდენტმა ისინი შეიწყალოს. ამ დროს, უსინდისო პატიმრების ოჯახის წევრებმაც და მათთვის დავალების მიმცემებმა კარგად იციან, რომ დანაშაულის აღიარებისა და მონანიების გარეშე არანაირი შეწყალება არ იქნება. სწორედ ამიტომაც ქმნიან ყალბ მოლოდინებს, რომ შემდეგ სცადონ და წარმოაჩინონ – როგორი “ულმობელია” ხელისუფლება. ამ დროს, მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ყველა მოძალადე, რომელმაც აღიარა დანაშაული და სიტყვიერად მაინც მოინანია, შეეხო  ჰუმანური დამოკიდებულება და ისინი ახლა ციხის გარეთ არიან. რაც შეეხება მოძალადე, უსინდისო  პატიმრებს – მათ არათუ მოინანიეს რაიმე, პირიქით, იმუქრებიან რომ სასჯელის მოხდის შემდეგ უარესს ჩაიდენენ, ხოლო პრეზიდენტად ისევ სალომე ზურაბიშვილი მიაჩნიათ. ამ მოცემულობაში, როდესაც ყველაფერი დღესავით ნათელია – პატიმრის ოჯახის წევრებს ბინძური სცენებისა და პროპაგანდის  მოსაწყობად იყენებენ ისე, რომ იოტისოდენა სინდისის ქენჯნაც კი არ აქვთ…“ – წერს დავით ჩიხელიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: განსაკუთრებით ირონიულია, როცა ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას ნიკა გვარამია აკრიტიკებს. ადამიანი, რომელიც მედიამენეჯერის პოზიციაზე 80 ათას ლარზე მეტ ხელფასს იღებდა, მაშინ, როცა ჟურნალისტებს კაპიკებს უხდიდა – ქველმოქმედების გაუფასურება ადვილია, როცა თავად არ გესმის, რას ნიშნავს საკუთარი ფულით ქვეყნისთვის და მომავალი თაობებისთვის რაიმეს გაკეთება 

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.