პოლიტიკა

გვარამიას პარტიის წევრი თეიმურაზ პაპასკირი აცხადებს, რომ, BBC-ის ხელმძღვანელობა „ქართული ოცნების“ საჩივრის დაკმაყოფილებას არ გეგმავს და ახალი მტკიცებულებების წარდგენას აპირებს

გვარამიას პარტიის წევრმა, სავარაუდოდ, წინასწარ შედგენილი გეგმა გათქვა. თეიმურაზ პაპასკირმა „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ BBC-ის ხელმძღვანელობა „ქართული ოცნების“ საჩივრის დაკმაყოფილებას არ გეგმავს და ახალი მტკიცებულებების წარდგენას აპირებს.

იმის გასარკვევად, თუ საიდან აქვს პოლიტიკოსს ეს ინფორმაცია, „ქრონიკა“ პაპასკირს დაუკავშირდა, აქვს თუ არა BBC-ის, წინასწარ, შინაარსობრივი განხილვის გარეშე ჩამოყალიბებული გადაწყვეტილება. გვარამიას პარტიის წევრმა კითხვებს ვერ უპასუხა და პირდაპირი ეთერის მოთხოვნით საკუთარ ნათქვამზე პასუხისმგებლობას გაექცა.

„ქრონიკის“ კითხვებს ვერ პასუხებენ კოალიციის სხვა წევრებიც. 

საჩივარი BBC-ის მმართველი გუნდისგან – „ქართული ოცნება“ შესაბამისი პლატფორმებიდან მასალის აღებას და ბოდიშის მოხდას ითხოვს. საქმე ეხება ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებულ ფილმს, რომლითაც BBC საქართველოს ხელისუფლებას დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროს აკრძალული ქიმიური იარაღის, „კამიტის“ გამოყენებას აბრალებდა.

ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ მომწამვლელი ნივთიერება „კამიტი“ შსს-ს აქციების დასაშლელად არ გამოუყენებია და ეს ნივთიერება საქართველოს არასდროს შეუძენია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“  ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.