განცხადება · 158 ნახვა
„იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩაიდინეს ძალიან მძიმე დანაშაული საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე რატომ ჰქონდათ შეწყალების მოლოდინი, არ მესმის“
ის ფაქტი, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟი შეიქმნა, არის მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის პოლიტიკური თამაშები, – განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ოპოზიციის მხრიდან შეწყალების აქტის დისკრედიტაციის მცდელობაზე კომენტირებისას.
როგორც ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გაუგებარია, ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლის დანაშაული, არ აღიარებენ სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმურობას, რატომ ელიან შეწყალებას პრეზიდენტის მხრიდან.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩაიდინეს ძალიან მძიმე დანაშაული საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე და არ მოუნანიებიათ, პირიქით ძალიან ამაყად აცხადებენ, რომ არ ნანობენ ჩადენილს, სწორად მოიქცნენ და ფუთავენ თავიანთ დანაშაულს გამოგონილი, ვითომ პოლიტიკური მიზნებით, რომელიც ძალიან ხშირ შემთხვევაში არის სისხლის სამართლის და ზოგ შემთხვევაში ადმინისტრაციული, რატომ ჰქონდათ შეწყალების მოლოდინი, არ მესმის და ეს ჩემთვის გაუგებარია.
ის ფაქტი, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟი შეიქმნა, არის მხოლოდ და მხოლოდ მათი პოლიტიკური თამაშები, რომელსაც არავითარი შედეგი არ მოსდევს იმიტომ, რომ არ არის რეალურ ობიექტურ და სამართლებრივ ვარაუდებზე და არგუმენტებზე დაფუძნებული. კიდევ ერთი რამ არის ჩემთვის გაუგებარი – თუ ისინი მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო არალეგიტიმურია და მას არალეგიტიმური ინსტიტუციები მართავენ, არ აღიარებენ პრეზიდენტს, მაშინ რატომ მოითხოვენ მისგან შეწყალებას და იმ ძალაუფლების გამოყენებას, რომელიც ჩვენს პრეზიდენტს ამ კონკრეტულ შემთხვევაში გააჩნია. ისევ და ისევ გაუგებარი და აბსურდულია მათი მიდგომები,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
ეკა სეფაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ეკა სეფაშვილი„ქალთა უფლებების დაცვა სახელმწიფო პრიორიტეტია და ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი საზოგადოების გაძლიერებისთვის, ასევე სოციალურ საკითხებზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკის განმტკიცებისთვის.“
- ეკა სეფაშვილი„საქართველოში არ და ვერ მოხერხდება ევროინტეგრაციის პროცესის პოლიტიზირება - სწორედ ამას უზრუნველყოფს ქართველი ხალხი და მათ მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელსაც ჰყოფნის გონიერება და საქართველოს ინტერესებს დღემდე წარმატებით იცავს“
- ეკა სეფაშვილი„ევრობიუროკრატებმა დიალოგის სივრცე თავად ჩაკეტეს, რადგან ოფიციალურ დონეზე საქართველოს მიერ გაჟღერებული სწორი, სამართლიანი არგუმენტების მოსმენა არ სურთ, თორემ ევროინტეგრაციის პროცესი, რომ მიმდინარეობს საქართველოში, ეს გადასარევად იციან და მათი არაერთი კვლევა მოწმობს ამას“
- ეკა სეფაშვილი„ევროკავშირის ამჟამინდელ ბიუროკრატიას, ევროკომისიის სახით, სურს საქართველო მორჩილი ვასალის როლში იხილოს“
