პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი შეწყალებაზე: რადიკალებმა შექმნეს ცრუ, ხელოვნური აჟიოტაჟი, რომ კიდევ უფრო მეტი პოლარიზაცია გამოიწვიონ საზოგადოებაში, ხოლო მათი მშობლების ამ სახით გამოყენება მორიგი ბინძური ნაბიჯია

რადიკალებმა შექმნეს ცრუ, ხელოვნური აჟიოტაჟი, იქიდან გამომდინარე რომ კიდევ უფრო მეტი პოლარიზაცია გამოიწვიონ საზოგადოებაში,- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა. 

 „ჩვენ კარგად ვიცით, იქითა მხარე არ აღიარებს ბატონ ყაველაშვილს, როგორც პრეზიდენტს. რატომ ჰქონდათ რაიმეს მოლოდინი?თუმცა, ამას რომ თავი დავანებოთ, რა თქმა უნდა, შეწყალება არის ჰუმანური აქტი იმ პატიმრების მიმართ, რომლებიც აანალიზებენ თავიანთ დანაშაულს. ამ შემთხვევაში საუბარია მსჯავრდებულებზე, რომლებიც ამბობენ, რომ დანაშაული არ ჩაუდენიათ, არაფერს ინანიებენ და ფაქტობრივად, შეგვიძლია უტრირებულად ვთქვათ, რომ გამოვლენ, იგივეს ჩაიდენენ. აქედან გამომდინარე, არავის უნდა უკვირდეს, რომ არ მოხვდნენ შეწყალებულთა შემადგენლობაში, ხოლო მათი მშობლების ამ სახით გამოყენება მორიგი ბინძური ნაბიჯია რადიკალების მხრიდან“, – აცხადებს მაჭავარიანი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: განსაკუთრებით ირონიულია, როცა ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას ნიკა გვარამია აკრიტიკებს. ადამიანი, რომელიც მედიამენეჯერის პოზიციაზე 80 ათას ლარზე მეტ ხელფასს იღებდა, მაშინ, როცა ჟურნალისტებს კაპიკებს უხდიდა – ქველმოქმედების გაუფასურება ადვილია, როცა თავად არ გესმის, რას ნიშნავს საკუთარი ფულით ქვეყნისთვის და მომავალი თაობებისთვის რაიმეს გაკეთება 

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.