პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: არც ერთი მკვლელი, მანიაკი საქართველოს პრეზიდენტს არ შეუწყალებია. მხოლოდ ისინი, ვინც მოინანია

ორი ვიდეორგოლი ვრცელდება დღეს სოციალურ ქსელში. ერთი – იმ არამძიმე მსჯავრის გამო შეწყალებული ჩვენი ძმების მადლიერების ამსახველი და მეორე – სასჯელმისჯილი ზოგიერთი “აკაცუკის” მშობლების, რომლებიც ლამისაა წყევლიან საკუთარ შვილებს, თუ კი ისინი ცნობენ ამ ქვეყანას, მის პრეზიდენტს და სინანულის გრძნობას გამოხატავენ, – წერს პარტია „ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, საქართველოს პრეზიდენტმა მხოლოდ ისინი შეიწყალა ვინც მოინანია, ვინც ცნო ეს ქვეყანა და მისი პრეზიდენტი.

„ადამიანობა, კაცობრიობა, სახარება – სიყვარულს და მადლიერებას ეფუძნება. ლუციფერის სწავლება – სიძულვილს და უმადურობას. ორი ვიდეორგოლი ვრცელდება დღეს სოციალურ ქსელში. ერთი – იმ არამძიმე მსჯავრის გამო შეწყალებული ჩვენი ძმების მადლიერების ამსახველი და მეორე – სასჯელმისჯილი ზოგიერთი “აკაცუკის” მშობლების, რომლებიც ლამისაა წყევლიან საკუთარ შვილებს, თუ კი ისინი სცნობენ ამ ქვეყანას, მის პრეზიდენტს და სინანულის გრძნობას გამოხატავენ. არც ერთი მკვლელი, მანიაკი საქართველოს პრეზიდენტს რა თქმა უნდა არ შეუწყალებია. მხოლოდ ისინი – ვინც მოინანია, ვინც ცნო ეს ქვეყანა და მისი პრეზიდენტი. და რაც მთავარია, ვისაც დღეიდან აქვს შედარების უნარი – აწმყოსა და წარსულს შორის. ვინც საკუთარ გამოცდილებაზე – ჯოჯოხეთს, ჯალათებსა და ჰუმანურობას შორის გარჩევის უნარი მოიპოვა. და მათ რა თქმა უნდა აქვთ უფლება ჩვენთან ერთად საერთო ქვეყნის აღმშენებლობაში მიიღონ მონაწილეობა და ეს უფლება მათ დღეს საქართველომ და მისმა პრეზიდენტმა მიანიჭა“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“  ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.