პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი პროდუქტის ფასებზე: გვინდა, ეს საკითხი ფუნდამენტურად შევისწავლოთ. ვიცი, რა ჩვენი მთავრობის ხელმძღვანელის პრინციპულობა ამ საკითხში, დარწმუნებული ვარ, ეს საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი

გვინდა, რომ ეს საკითხი ფუნდამენტურად შევისწავლოთ და ეს ორკვირიანი ეფექტის მომტანი კი არ იყოს, არამედ დალაგდეს სწორი წესები, სადაც თითქმის გამორიცხული იქნება ასეთ სუპერ ზემოგებებზე მუშაობა, რომელიც არაადეკვატურია- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

შარმანაშვილის თქმით, სადაც საჭირო იქნება ეკონომიკური, თუ სამართალდამცავი ორგანოების გამოყენების საჭიროება, გამოიყენებენ და დარწმუნებულია, რომ ეს საკითხი ბოლომდე იქნება მიყვანილი.

„ფაქტი ერთია, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ფასები არის არაადეკვატური. დაასახელა ციფრები საზღვრიდან სავაჭრო ქსელამდე როგორ ძვირდება ყველაფერი. აქ არ არის ლაპარაკი შემოტანამდე რა დაუჯდა ხომ? საზღვარზე რა ფასიც დაუჯდა, იქიდან სავაჭრო ობიექტამდე როგორ ძვირდება ყველაფერი. ამას შეიძლება რამდენიმე მიმართულება ჰქონდეს და თუ დაუკვირდით, კომისია ცალმხრივი არ არის, სამთავრობო. იქ შედის როგორც ეკონომიკური ბლოკი, ისინი შეისწავლიან ხომ არ არის რაიმე ეკონომიკური ბერკეტები, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას ამის გასაკეთებლად და იქ არის სამართალდამცავი ადამიანების და მათ შორის, ანტიმონოპოლიური მიმართულების ბლოკიც. ანუ, სადაც იქნება სისუსტე ყველა უნდა გამოვლინდეს. თუ ეს ჩვენი კანონმდებლობის დახვეწას მოითხოვს, ამას რა თქმა უნდა, პარლამენტი აიღებს თავის თავზე მთავრობის ინიციატივით იმიტომ, რომ ისინი შეისწავლოიან ამას და მთავრობას აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება. ჩვენთანაც შეიქმნება კომისია, რომელიც შესაბამისი სპეციალისტებით დაკომპლექტდება და ისინიც ძირეულად შეისწავლიან.

იქ, სადაც ეკონომიკური ბერკეტები იქნება გამოსაყენებელი, გამოვიყენებთ ეკონომიკურ ბერკეტებს. იქ, სადაც სამართალდამცავი ორგანოების ჩარევა იქნება საჭირო და შემჩნეული იქნება, რომ არის კარტერული გარიგებები, ან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, რა თქმა უნდა, ისინი ჩაერევიან. გვინდა, რომ ეს საკითხი ფუნდამენტურად შევისწავლოთ და ეს ორკვირიანი ეფექტის მომტანი კი არ იყოს, არამედ დალაგდეს სწორი წესები, სადაც თითქმის გამორიცხული იქნება ასეთ სუპერ ზემოგებებზე მუშაობა, რომელიც არაადეკვატურია, და მით უმეტეს, დანაშაულებრივი ქმედებები და კანონსაწინააღმდეგო კარტელური გარიგებები. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი. თვეებს ვერ ვიტყვი, როდის შეემჩნევა ამ ყველაფერს, მაგრამ ვიცი, რა ჩვენი მთავრობის ხელმძღვანელის პრინციპულობა ამ საკითხში, დარწმუნებული ვარ, რომ ბოლომდე მიიყვანს. რაც შეეხება პარლამენტს, ჩვენი მხრიდან რაც იქნება გასაკეთებელი საკანონმდებლო თუ კომისიის დონეზე ამას გავაკეთებთ“-განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“  ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.