პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი დაპატიმრებულ აქტივისტებზე: ამბობენ, რომ არანაირ შეწყალებას არც ითხოვენ, არც აღიარებენ და შეწყალება რომ გამოვიდეს, არც აპირებენ ამით სარგებლობას- მოლოდინი ხელოვნურად შექმნეს, სპეკულაციური მიზნით, რომ ვითომდა ეჩვენებინათ, ხელისუფლება როგორ აწამებს პატიმრობაში მყოფ ადამიანებს და მათ გულშემატკივრებს

ჩვენ გვახსოვს საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომ რამდენიმე შეწყალება გახმაურებულ საქმეზე, გახმაურებულ პოლიტიკოსზე, გაკეთებულა სწორედ იმ მიზნით და იმ მოტივაციით, რომ ეს სიტუაციას განმუხტავდა და თუ გვახსოვს, ამას მაშინ ძალიან აქტიურად უწევდა ლობირებას ევროპული სახელმწიფოები თუ ევროკავშირი და ყოველ ჯერზე გვეუბნებოდნენ: თქვენ თუ ამ ნაბიჯს გადადგამთ, ეს, რა თქმა უნდა, სიტუაციის დამშვიდებას შეუწყობს ხელს. მაგრამ, ყოველი ასეთი გადადგმული ნაბიჯის შემდეგ, ჩვენ ვხედავდით მათივე მხრიდან, ვინც გვეუბნებოდა, რომ ეს უზრუნველყოფს პოლიტიკური პროცესის მშვიდობიან განვითარებას, ხდებოდა პირიქით, ახალი ესკალაციის წარმოშობა – იგივე მელიასთან, გვარამიასთან დაკავშირებით და ა.შ., – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, “რადიო იმედის” ეთერში განაცხადა.

მან ისაუბრა პრეზიდენტის შეწყალებასთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებზე და აღნიშნა, რომ თავად ის პირები, ვისზეც ოპოზიციური ფლანგი აპელირებს, ამბობენ, რომ არ ითხოვენ შეწყალებას და შეწყალების შემთხვევაში, არც აპირებენ ამით სარგებლობას. შესაბამისად, ქადაგიშვილის შეფასებით, ხელოვნური მოლოდინი შექმნეს მხოლოდ იმ მიზნით, რომ ეჩვენებინათ, თითქოს როგორ აწამებს ხელისუფლება პატიმრებს და მათი ოჯახის წევრებს.

“ამ შემთხვევაშიც ვუყურებთ ვითარებას – თვითონ ის პირები, ვისზეც შეიძლება, ზოგადად შეწყალება გავრცელდეს, ამბობენ, რომ ისინი არანაირ შეწყალებას არც ითხოვენ, არც აღიარებენ და საერთოდ, მიაჩნიათ, რომ შეწყალებაც რომ გამოვიდეს, არც აპირებენ ამ შეწყალების აქტით სარგებლობას – ეს განცხადებები ხომ მოვისმინეთ ჩვენ ყველამ, ძალით თუ გამოგვყრიან, თორემ, არანაირ შეწყალებას ჩვენ არ ვითხოვთო. ეს ღიად არის გაცხადებული და მოლოდინი, რომელიც ხელოვნურად შექმნეს, შექმნეს სპეკულაციური მიზნით, რომ ვითომდა ეჩვენებინათ, ხელისუფლება როგორ აწამებს ან პატიმრობაში მყოფ ადამიანებს, ან მათ გარეთ მყოფ გულშემატკივრებს. ამაში, თავად გარეთ მდგომი ადამიანები არიან ჩართულები, რომ თავიანთი ოჯახის წევრების მდგომარეობა სპეკულაციურად იქნას გამოყენებული. თქვენ გახსოვთ, რომელიმეს მხრიდან რიტორიკა, რომელიც მიმართული იქნებოდა იქით, რომ ჩვენ შეწყალების აქტის მიმართულებით გვინდა საუბარი?! მხოლოდ ისინი არაინ ჭეშმარიტების მატარებელნი ამ სამყაროში და არც კანონი, არც კონსტიტუცია, არც სასამართლო, არც ის ქმედება, არც ის უამრავი ვიდეო ჩანაწერი, რომელსაც საზოგადოებამ უყურა, არაფერი არ არის – ეს არის ილუზია, რომელიც ხელისუფლებამ შექმნა, სწორედ აქედან გამომდინარე არის საუბარი იმაზე, რომ რეალურად, რასაც შეწყალება ჰქვია, ამის მოლოდინი მათ არც აქვთ და არც დიდად სურვილი არ აქვთ. ოჯახის წევრები არიან სწორედ ამ მანკიერ პროცესში ჩართულები – რომელიმემ მიმართა პრეზიდენტს განცხადებით, რომ შეიწყალეთ ჩემი შვილი? არავის ასეთი ნაბიჯი არ გადაუდგამს. რომელიმემ მოუწოდა თავის შვილს, რომ ამ რიტორიკას თავი დაანებეთ და შეწყალებისკენ ვიაროთ? – არა. მათი ამ მოლოდინის ტირაჟირება და ამით სპეკულირება მოხდა იმ მიზნით, რომ რამენაირად იქნებ ხელისუფლება ამით დავაზიანოთ, არაჰუმანური ხელისუფლების ერთგვარი ხატი დავხატოთ და კიდევ ერთი კამპანია ხელისუფლების წინააღმდეგ წამოვიწყოთ.” – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“  ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.