განცხადება · 176 ნახვა
„ევროკომისიის მიერ, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესის დაწყება, არის გამოვლინება, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა გრძელდება“
პარტია „ხალხი ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, ეკა სეფაშვილი მედიასთან გამოეხმაურა ევროკომისიის გადაწყვეტილებას, დაიწყოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი. ის ამბობს, რომ გადაწყვეტილება არის ზეწოლა საქართველოს ეროვნულ ხელისუფლებაზე: „ზეწოლის მიზეზი არის ის, რომ საქართველოს დღეს ჰყავს ეროვნული მთავრობა, რომელიც, პირველ რიგში, საკუთარი მოსახლეობის ინტერესებზე ზრუნავს“ – განაცხადა სეფაშვილმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკომისიის ეს ნაბიჯი უსამართლოა, ვინაიდან საქართველოს არც ერთი პუნქტი და რეგულაცია არ დაურღვევია.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„ევროკომისიის შიგნით დაწყებული ეს პროცესი, რომელიც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას გულისხმობს, არის კიდევ ერთი ნათელი გამოვლინება იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა გრძელდება. ზეწოლის მიზეზი არის ის, რომ საქართველოს დღეს ჰყავს ეროვნული მთავრობა, რომელიც, პირველ რიგში, საკუთარი მოსახლეობის ინტერესებზე ზრუნავს. ეს არის ევროკომისიის მხრიდან გადადგმული ძალიან უსამართლო ნაბიჯი, რომელიც, ასევე მიუთითებს მათ ღირებულებით კრიზისზე. საქართველოს არც ერთი პუნქტი, არც ერთი რეგულაცია, არც ერთი მოთხოვნა არ დაურღვევია, რომელიც უვიზო მიმოსვლის დამყარებისთვის იყო აუცილებელი“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
ეკა სეფაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ეკა სეფაშვილი„საქართველოში არ და ვერ მოხერხდება ევროინტეგრაციის პროცესის პოლიტიზირება - სწორედ ამას უზრუნველყოფს ქართველი ხალხი და მათ მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელსაც ჰყოფნის გონიერება და საქართველოს ინტერესებს დღემდე წარმატებით იცავს“
- ეკა სეფაშვილი„ევრობიუროკრატებმა დიალოგის სივრცე თავად ჩაკეტეს, რადგან ოფიციალურ დონეზე საქართველოს მიერ გაჟღერებული სწორი, სამართლიანი არგუმენტების მოსმენა არ სურთ, თორემ ევროინტეგრაციის პროცესი, რომ მიმდინარეობს საქართველოში, ეს გადასარევად იციან და მათი არაერთი კვლევა მოწმობს ამას“
- ეკა სეფაშვილი„ევროკავშირის ამჟამინდელ ბიუროკრატიას, ევროკომისიის სახით, სურს საქართველო მორჩილი ვასალის როლში იხილოს“
- ეკა სეფაშვილი„მიზეზები, რომლებიც ევროკომისიის გაფართოების ანგარიშშია მოყვანილი, მხოლოდ მოგონილი საბაბია, რათა თითის დასაქნევი მიზეზი არსებობდეს - აბა, ტყუილუბრალოდ, არგუმენტების გარეშე ვერ იტყვიან, რას ერჩიან საქართველოს და ქართულ ხელისუფლებას“
