პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ალბათ განგების ნებაა, რომ ოპოზიციის ბანაკს აქამდე არცერთი ღირსეული ადამიანი არ გაეკარა, ის რომ ოპოზიციას ადამიანურ რესურსებში უჭირს, დღესაც მკაფიოდ ჩანს. რაც გამაერთიანებლის როლში ვერ ივარგა ზურაბიშვილმა, ახლა გირჩი ჯაფარიძეს გადააბარეს ეს როლი

„ალბათ განგების ნებაა, რომ ოპოზიციის ბანაკს აქამდე არცერთი წესიერი და ღირსეული ადამიანი არ გაეკარა, თუნდაც ხელისუფლებით უკმაყოფილო. ლოგიკა მარტივია, ყველა წესიერი ხალხი ჰიგიენას იცავს, მათ შორის ურთიერთობებში“- წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

„ეს ალბათ განგების ნებაა (ის კი სამართლიანია), რომ ოპოზიციის ბანაკს აქამდე არცერთი წესიერი და ღირსეული ადამიანი არ გაეკარა, თუნდაც ხელისუფლებით უკმაყოფილო. ლოგიკა მარტივია, ყველა წესიერი ხალხი ჰიგიენას იცავს, მათ შორის ურთიერთობებში. ამაში ადვილად დარწმუნდება ყველა, ვინც ბოლო 10-12 წლის მანძილზე გაიხსენებს ვინ იყვნენ ოპობაბლში და ვინ არიან. ე.წ. ახალმა სახეებმაც ვერ გაუმართლათ, ძველებზე უარესები აღმოჩნდა ბევრი, ძველებზე ხომ საუბარიც აღარ ღირს. სხვათა შორის, ქ/ოცნებიდან ოპოზიციაში სწორედ ის ხალხი წავიდა, ვისაც საზოგადოებაში ერთი მისხალი ავტორიტეტი და ნდობა არ ჰქონდა და ხალხს უკვირდა ადრე რატომ არ მოიშორესო. ის რომ ოპოზიციას ადამიანურ რესურსებში უჭირს, დღესაც მკაფიოდ ჩანს. მას შემდეგ რაც გამაერთიანებლის როლში ვერ ივარგა სალომე ზურაბიშვილმა, ეხლა გირჩი ჯაფარიძეს გადააბარეს თითქოს ეს როლი. არ დავიწყებ მის დახასიათებას, ყველა კარგად იცნობს, ძირითადად უარყოფითი კუთხით. ისე, საინტერესოა, ოპოზიციონერ კოლეგებს მოსალაპარაკებლად კაიფში ეახლა თუ არა“- წერს ანჯაფარიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: განსაკუთრებით ირონიულია, როცა ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას ნიკა გვარამია აკრიტიკებს. ადამიანი, რომელიც მედიამენეჯერის პოზიციაზე 80 ათას ლარზე მეტ ხელფასს იღებდა, მაშინ, როცა ჟურნალისტებს კაპიკებს უხდიდა – ქველმოქმედების გაუფასურება ადვილია, როცა თავად არ გესმის, რას ნიშნავს საკუთარი ფულით ქვეყნისთვის და მომავალი თაობებისთვის რაიმეს გაკეთება 

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.