პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: დავოსში ტრამპი სიტყვით გამოვიდა არა როგორც ფორუმის მონაწილე, არამედ როგორც მისი ანტიპოდი და მესაფლავე. მსოფლიო შევიდა თავისი განვითარების ახალ და გარდაუვალ ფაზაში

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს. ანალიტიკოსი გამოყოფს მნიშვნელოვან დეტალებს ფორუმიდან და წერს, რომ გლობალიზმის დოგმა დასრულდა – სახელმწიფოები იბრუნებენ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სუვერენიტეტს.

დავით ქართველიშვილი გამოყოფს ამერიკის პოზიციას: „ამერიკა უპირველს ყოვლისა, კვლავ და პირდაპირი მნიშვნელობით: ვაჭრობა, ინვესტიციები და მრეწველობა მხოლოდ მაშინ და იმ დოზით, თუ ეს უშუალოდ აშშ-ის ინტერესებს ემსახურება“ – წერს ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ გუშინდელი ფორუმის შემდეგ მსოფლიო განვითარების ახალ ფაზაში გადავიდა. წერს, რომ ჩინეთი არა მტერი, არამედ კონკურენტია, ხოლო უკრაინის კონფლიქტი უკვე რეგიონალურ მასშტაბში აღიქმება და არა დასავლეთის ეგზისტენციურ საფრთხედ.

„მე არ ვიცი, თუ როგორ “მოიპარა გრინჩმა შობა” (არასდროს არ მინახავს მსგავსი “კინოშედევრები”), მაგრამ ის შედევრი, თუ როგორ მოკლა ტრამპმა დავოსი, ნამდვილად საყურებელი იყო.

ამ “კინოში” ყველას შეუძლია თავისი საყვარელი მომენტები გამოყოს, მე ჩემსას შემოგთავაზებთ: გლობალიზმის დოგმის დასასრული – ზენაციონალური გადაწყვეტილებების ეპოქა მთავრდება. სახელმწიფოები იბრუნებენ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სუვერენიტეტს. ამერიკა უპირველს ყოვლისა, კვლავ და პირდაპირი მნიშვნელობით: ვაჭრობა, ინვესტიციები და მრეწველობა მხოლოდ მაშინ და იმ დოზით, თუ ეს უშუალოდ აშშ-ის ინტერესებს ემსახურება. ევროკავშირი გადაიქცა არასტაბილურობის წყაროდ და არა საყრდენად. ევროკავშირი დღეს წარმოდგენილია, როგორც სისტემა, რომელიც ტოქსიკურად არის გაჭედილი იდეოლოგიას, ბიუროკრატიასა და დეინდუსტრიალიზაციას შორის. უკრაინა აღარ არის მსოფლიო არქიტექტურის ცენტრი, კონფლიქტი აღიქმება რეგიონულად, და არა როგორც დასავლეთისთვის ეგზისტენციური მნიშვნელობის საფრთხედ. ამ კონფლიქტის ფინანსური რესურსი ამოწურულია. ენერგია კლიმატზე უფრო პრიორიტეტულია – დღეს მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომი ენერგია და რეინდუსტრიალიზაცია, და არა კლიმატური აქტივიზმი, რომელიც ეკონომიკას ასუსტებს. ჩინეთი, კი ბატონო, კონკურენტია, მაგრამ ამით არა ავტომატურად მტერი. მასთან ურთიერთობა და ზეწოლა გაივლის ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ სფეროზე, ყოველგვარი იდეოლოგიური მესიანიზმის გარეშე. უსაფრთხოება გადადის ფასიანი მომსახურების კატეგორიაში. მოკავშირეთა დაცვა კვლავ შესაძლებელი იქნება, მაგრამ არა უფასოდ და არა ავტომატურად (რაიმე ვალდებულებების გამო), არამედ ტრანზაქციულად.

და ბოლოს, დავოსი აღარ არის გადაწყვეტილებების მიღების ცენტრი. გლობალური ელიტების მიერ „სწორი მნიშვნელობების“ გენერირებაზე „დავოსური” მონოპოლია დასრულებულად გამოცხადდა. ასე რომ, დავოსში ტრამპი ჩავიდა და სიტყვით გამოვიდა არა როგორც ფორუმის მონაწილე, არამედ როგორც მისი ანტიპოდი და მესაფლავე. მან დააფიქსირა ლიბერალურ-გლობალისტური მოდელის დემონტაჟი და დაბრუნება მკაცრი რეალიზმის, გარიგებებისა და ეროვნული ინტერესების სამყაროში. გუშინ მსოფლიო შევიდა თავისი განვითარების ახალ და გარდაუვალ ფაზაში – მოსწონს ეს ვინმეს, თუ არა“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“  ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.