პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: თუ ჩვენ თვალს გავუსწორებთ ახალ რეალობას და ქვეყანას ძალით არ მოვაყოლებთ NATO-სა და ევროკავშირის ნანგრევებში, რეგიონში ახალი სატრანზიტო გზების გაჩენა არა საფრთხე, არამედ დამატებითი შესაძლებლობა იქნება საქართველოსთვის

“ნაცმედია ჩვეული მეთოდებით ტირაჟირებს ილჰამ ალიევის განცხადების დამახინჯებულ ვერსიას, რასაც, ქვეყნის დაზიანების სურვილით შეპყრობილი და სასოწარკვეთილი აგენტურული ქსელი, ცრუ ნარატივის შექმნისთვის იყენებს – თითქოს საქართველო კარგავს სატრანზიტო ფუნქციას და თითქოს ყველა გზა გვერდით აგვივლის”- წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი.

შაქარიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიერ დავოსში გაკეთებულ განცხადებაზე, რომ “ტრანზიტი პირდაპირ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით იქნება უზრუნველყოფილი”, ოპოზიციის სპეკულაციებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ არ ესმით რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება. მისივე თქმით, საქართველოს საკუთარი როლის და ფუნქციის გასაზრდელად ესაჭიროება შიდა პოლიტიკური სტაბილურობა, დესტაბილიზაციის რისკების მინიმუმამდე დაყვანა და ნეიტრალიტეტი.

“რეალურად ალიევმა თქვა შემდეგი: “ჩვენ ვმუშაობთ აზია-ევროპის დამკავშირებელ ახალ სატრანსპორტო კორიდორზე, რომელიც იქნება საქართველოზე გამავალი უკვე არსებული კორიდორის დანამატი, რადგან, რაც მეტი გზა იქნება ეს უკეთესია ყველასთვის – მიმწოდებლებისთვის, მომხმარებლებისთვის და ტრანზიტული ქვეყნებისთვის.” ქართველ ლიბერდებილებს ცხადია არ ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება, ახალი ერთობლივი ეკონომიკური პროექტები, რეგიონის ქვეყნების როლის გაზრდა დაკავშირებადობის კუთხით და როგორ დაეხმარება ეს ყველაფერი გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას, თავისმხრივ კი, როგორ ჭირდება ამ ყველაფერს მშვიდობა! NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების კონსტიტუციური ჩანაწერი კი, ნამდვილად არის რისკ ფაქტორი, რასაც რეალურად შეუძლია ხელი შეუშალოს ქვეყანას საკუთარი პოტენციალის ათვისებაში და შეუძლია მართლაც დაგვაკარგინოს ისტორიული შანსი – მოვიპოვოთ ჩვენი ღირსეული ადგილი ახალ მსოფლიო წესრიგში. საქართველოს საკუთარი როლის და ფუნქციის გასაზრდელად ესაჭიროება: 1. შიდა პოლიტიკური სტაბილურობა და დესტაბილიზაციის რისკების მინიმუმამდე დაყვანა, რაც აგენტურის განადგურების გარეშე შეუძლებელია! 2. ნეიტრალიტეტი – მყარი გარანტი იმისა, რომ საქართველო არ აღმოჩნდება რუსეთთან დაპირისპირებულ ბანაკში, რაც ავტომატურად ნიშნავს საქართველოს დესტაბილიზაციას და ომში ჩართვას. თუ ჩვენ თვალს გავუსწორებთ ახალ რეალობას და ქვეყანას ძალით არ მოვაყოლებთ NATO-სა და ევროკავშირის ნანგრევებში, რეგიონში ახალი (სავარაუდო) სატრანზიტო გზების გაჩენა არა საფრთხე, არამედ დამატებითი შესაძლებლობა იქნება საქართველოსთვის.”- წერს ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“  ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.