პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი – ყველა, ვისაც აქვს დემოკრატიის, მედიის ობიექტურობის და პოზიციის კარგად წარმოჩენის ინტერესი, დებატების შესახებ პრემიერის ინიციატივას შესაბამისი პასუხისმგებლობით უნდა შეხვდეს

ირაკლი კობახიძის წერილში სწორად არის შენიშნული ის მძიმე ისტორია, რაც მედიასივრცეში განხორციელდა. ბულინგი, შეურაცხყოფა, უწმაწური სიტყვებით პოზიციის გამოხატვა, ადამიანებზე ან გარკვეულ პოლიტიკურ პოზიციაზე თავდასხმა მედიასტანდარტად იყო დამკვიდრებული. ამაში კი ნიკა გვარამია იყო მედიის ამ მანკიერი განვითარების ფლაგმანი, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, დებატები პოლიტიკურ ცხოვრებაში, და არამარტო პოლიტიკურ ცხოვრებაში, მნიშვნელოვანი რამ არის.

„როგორც პრემიერმა აღნიშნა, დებატები დაწყებული სოციალური პრობლემატიკიდან, დამთავრებული განათლების საკითხებით, ყველგან ძალიან მნიშვნელოვანია. დებატები უნდა დაბრუნდეს, მაგრამ აქ ალბათ საჭიროა, რომ ამისთვის მედიასტანდარტიც არსებობდეს და მხარეები, ვინც დებატებში შევლენ, მათაც ამ სტანდარტის შესაბამისი დამოკიდებულება ჰქონდეთ დებატებთან დაკავშირებით. ალბათ ბევრს ახსოვს, პრემიერ-მინისტრმა მოიწვია ოპოზიციური ტელევიზიების რედაქტორები და წამყვანი თოქშოუების წამყვანები. ეს არ იყო მწვავე საუბარი ან „ჰარდ თოქი“, როგორც ეს ევროპაში და ამერიკაში იყო. ეს ადამიანზე თავდასხმა იყო. რესპონდენტს, პრემიერ-მინისტრს არ ეძლეოდა საშუალება, თავისი აზრი ჩამოეყალიბებინა. მუდმივი თავდასხმა და მუდმივი ერთგვარი აგრესია. ეს ერთგვარად იყო ჩახშობა, რომ ასეთი ჯანსაღი დებატები არ გამართულიყო. დღეს პრემიერ-მინისტრი ამ ინიციატივით კვლავ გამოდის. ყველა, ვისაც მართლა ინტერესი აქვს დემოკრატიის, მედიის ობიექტურობის და საკუთარი პოზიციის კარგად წარმოჩენის, ეს ეხებათ პოლიტიკოსებს თუ სხვა დაინტერესებულ პირებს, ამ ინიციატივას შესაბამისი პასუხისმგებლობით უნდა შეხვდეს.

კონკრეტული მაგალითებია მოყვანილი, რომ დასავლეთში ძალიან ბევრი პოლულარული თოქშოუ, ფაქტობრივად, სატელევიზიო ეკრანებიდან მოიხსნა და ძირითადად ერთი მხარის, ერთი პოლიტიკური თუ იდეოლოგიური გზავნილების გაჟღერება იყო. ეს ეხებოდა, მათ შორის, ლგბტ პროპაგანდის საკითხებს, ყველა მიმართულებით ერთგვარი იდეოლოგიური კლიშე დამკვიდრდა. ეს შეკვეთით გაკეთებული იყო. წარმოუდგენელია, ყველა ქვეყანაში მრავალი სატელევიზიო თუ მედიაპლატფორმა ზღუდავდეს და მინიმუმამდე დაჰყავდეს ასეთი დებატების სივრცე. საქართველოშიც, როგორც ვნახეთ, მართლაც მოხდა მედიასივრცის პოლარიზება. იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ალტერნატიული ტელევიზია არ არსებობდა. ერთადერთი „კავკასია“ იყო, რომელიც ძალიან შეზღუდულ სეგმენტზე გადიოდა და „მე-9 არხი“, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მან თქვა, რომ არ შეიძლება, მიკერძოებული იყოს პარტიული ნიშნით და მან ეს ტელევიზია გააუქმა. ამით მისცა მაგალითი, რომ არ იყოს პარტიულ-იდეოლოგიური ტელევიზია და მედია იყოს თავისუფალი. ამის საპირისპირო პასუხი ჩვენ ვნახეთ ის, რაც გვარამიას ხელმძღვანელობით ქართულ მედიაში მოხდა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“  ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.