პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: პრემიერის მიერ გაცხადებული „პოლიტიკური დებატები“ ახალი გამოწვევაა და ცვლის ცალმხრივად ჩაკეტილ პოლიტიკას. ხალხს შეუძლია ღიად დაინახოს, სად არის სიმართლე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე პოლიტიკურ დებატებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ პრემიერის გამოწვევას დათანხმდება ის, ვისაც პიროვნული და პოლიტიკური კულტურა აქვს და ვისაც შეუძლია საკუთარი სიმართლის საჯაროდ დასაბუთება. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა შეცვლის ცალმხრივად ჩაკეტილ პოლიტიკას და ხალხს ღიად დაანახებს, სად არის სიმართლე.

„თანამედროვე გლობალურმა პოლიტიკამ თითქმის დაივიწყა კომუნიკაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმა – „პოლიტიკური დებატები“. ამას თავისი მიზეზი აქვს – დებატები ყველაზე რთული ფორმაა და ამის უნარი მცირედს თუ შესწევს. პოლიტიკური დებატები მოითხოვს უპირველესად პიროვნულ და პოლიტიკურ კულტურას, შეურაცხყოფის გარეშე საკუთარი პოზიციის დასაბუთებას, უტყუარ ფაქტებსა და მყარ არგუმენტებს. სწორედ ამიტომ, პოლიტიკურ კომუნიკაციებში დებატებს ბრძოლის მთავარ იარაღს უწოდებენ. ვისაც ეს უნარი არა აქვს, ის ძლიერი პოლიტიკოსი ვერ არის. სწორედ ამ გამჭვირვალობას გაურბიან პოლიტიკოსები, როდესაც დებატებზე უარს ამბობენ. დღევანდელი მსოფლიოს პოლიტიკური ურთიერთობები თითქმის მთლიანად ამოვარდნილია „პოლიტიკური კომუნიკაციების“ სტანდარტებიდან. ამ ტრანსფორმაციის ავტორი თავად დასავლეთი და კონკრეტულად დონალდ ტრამპია. მისი ახალი ხელწერა „ღიაობის“ და „პირდაპირობის“ პრინციპებზეა დაფუძნებული და თითქოს ავთენტურობის ელფერს სძენს, სინამდვილეში კი პოლიტიკური თამაშების ახალი მეთოდია.

ზოგადად, „პოლიტიკური კომუნიკაციები“ იცვლება იმისდა მიხედვით, თუ რა არის „გაყიდვადი“ იმ დროისთვის ხალხში. როგორც ჩანს, საზოგადოებას მობეზრდა ბრჭყვიალა პიარით კარგად შეფუთული პოლიტიკა და უცხოელი ლიდერებიც თამაშის ახალ წესებზე გადავიდნენ. „პოლიტიკურ ღიაობას“ ქართველი ხალხი არ განუცვიფრებია, რადგან 2012 წლიდან შეჩვეულნი იყვნენ ღია პოლიტიკას და ხმაურის გარეშე გაკეთებულ სახალხო საქმეს. ისიც კარგად ახსოვთ, როგორ შოკში ჩააგდო ბიძინა ივანიშვილმა მისი პირდაპირობით მტერიც და მოყვარეც. თავდაპირველად კომუნიკაციის „უხეში“ ფორმა, რომელსაც კრიტიკის ქარცეცხლი მოჰყვა, დღეს უკვე ქართული პოლიტიკის სტანდარტად იქცა. სიმართლე უხეშია, მაგრამ საჭირო. ამით მსოფლიოს პოლიტიკური კომუნიკაციების ტრანსფორმატორებს დავასწარით და ახალი წესები დავამკვიდრეთ ქვეყანაში. დღესაც, პრემიერის მიერ გაცხადებული „პოლიტიკური დებატები“ ახალი გამოწვევაა და ცვლის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო დონეზე ცალმხრივად ჩაკეტილ პოლიტიკას და საზოგადოებას აძლევს საშუალებას, ღიად დაინახოს სად არის სიმართლე. პრემიერის გამოწვევას დათანხმდება ის, ვისაც აქვს პიროვნული და პოლიტიკური კულტურა და ვისაც შეუძლია საკუთარი სიმართლის საჯაროდ დასაბუთება,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“  ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.