პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: როდესაც ვისმენ ევრობიუროკრატების – ურსულა ფონ დერ ლაიენის, კაია კალასის, საფრანგეთის პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერის განცხადებებს მგონია, რომ „ხალხის ძალის“ განცხადებებს კითხულობენ

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ირწმუნება, რომ ზოგიერთი ევროპელი ლიდერის მიერ გაკეთებული განცხადება ძალიან ჰგავს „ხალხის ძალის“ მიერ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნებულ წერილებსა და განცხადებებს.

„როდესაც დღეს ვისმენ ევრობიუროკრატების – ურსულა ფონ დერ ლაიენის, კაია კალასის, საფრანგეთის პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერის განცხადებებს მგონია, რომ „ხალხის ძალის“ განცხადებებს კითხულობენ“ – აღნიშნავს მაჭარაშვილი.

დეპუტატის თქმით, დღეს ევრობოუროკრატია საკუთარ თავზე იმკის იმ უსამართლობას, რაც საქართველოსთან მიმართებით დათესეს.

„ევრობოუროკრატიამ რა უსამართლობაც დათესა საქართველოსთან მიმართებით, იმას იმკის ახლა საკუთარ თავზე. ჩვენ „ხალხის ძალამ“ ჯერ კიდევ 2022 წლის 2 ოქტომბერს გამოვაქვეყნეთ წერილი, სადაც მივუთითებდით, რომ ევრობიუროკრატიაში და მაშინდელი ამერიკის ხელისუფლებაში მოკალათებული იყვნენ ადამიანები, რომლებიც უსამართლო ზეწოლას ახორციელებდნენ საქართველოზე. ეს და სხვა მსგავსი საკითხები მაშინ ჯერ კიდევ კულისებში განიხილებოდა. „ხალხის ძალამ“ შეძლო და ეს ყველაფერი გამოიტანა კულისებიდან. სიმართლე ვუთხარით საზოგადოებას. ის, რასაც მალავდა ევრობიუროკრატია, დღეს უკვე გაცხადებულია. როდესაც დღეს ვისმენ ევრობიუროკრატების – ურსულა ფონ დერ ლაიენის, კაია კალასის, საფრანგეთის პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერის განცხადებებს მგონია, რომ „ხალხის ძალის“ განცხადებებს კითხულობენ. ამას პირდაპირი გაგებით ვამბობ. ჩვენ [„ხალხის ძალამ“] ასზე მეტი წერილი გამოვაქვეყნეთ და შეგვიძლია გავუგზავნოთ ამ ბატონებს და ქალბატონებს და ვუთხრათ, რომ ჩვენც ზუსტად იმაზე ვსაუბრობდით, რაზეც ახლა თავად საუბრობენ. მაკრონი ამბობს, რომ თურმე არ შეიძლება საფრანგეთის სუვერენიტეტში ჩაერიოს შეერთებული შტატები; ზოგადად, ევროკავშირის საქმეებში არ უნდა ჩაერიოს ამერიკის შეერთებული შტატები, აშშ-ს პრეზიდენტი თურმე წითელ ხაზებს კვეთს და ა.შ.“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“  ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.