პოლიტიკა

პარტია„ერთიან ნეიტრალურ საქართველოს“ ახალი წევრი− გამოცდილი დიპლომატი, კონსტანტინე ჟღენტი უერთდება

დღეს, უკვე ოფიციალურად, პარტია „ერთიან ნეიტრალურ საქართველოს“ დიპლომატი კონსტანტინე ჟღენტი შეუერთდა. აღნიშნულ ნაბიჯთან დაკავშირებით მან განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნავს, რომ პარტიაში გაწევრიანების გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ საერთო ხედვას და რწმენას, რომ საქართველოს სტაბილური განვითარების ერთადერთი გზა − ნეიტრალიტეტია.

კონსტანტინე ჟღენტის განცხადებით, ყველა ქვეყნის მშვიდობიანი და წარმატებული განვითარებისათვის, უპირველესად საჭიროა მისი მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

„მსოფლიოში მომხდარმა ცვლილებებმა გვაჩვენა, რომ ამჟამად და ხილულ მომავალში, არ არსებობს ზე-სახელმწიფო ან საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური ან პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი ყოვლისმომცველი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. 

ამიტომ ნეიტრალიტეტის გამოცხადება და მსოფლიოს წამყვანი თუ ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებისათვის იმის განმარტება, რომ საქართველო არ აპირებს ურთიერთდაპირისპირებული გაერთიანებების წევრობას და ირჩევს მრავალვექტორული, მშვიდობიანი თანამშრომლობის პოლიტიკას ყველა სახელმწიფოსთან, მიმართულს ჩვენი რეგიონის გარდაქმნისაკენ მსოფლიოს და რეგიონული ძალების ინტერესების დაპირისპირების რეგიონიდან მათი მშვიდობიანი თანამშრომლობის რეგიონად, უფრო მეტად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და წარმატებულ განვითარებას“ − აღნიშნავს კონსტანტინე ჟღენტი საკუთარ განცხადებაში.

მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დიპლომატის აზრით, ნეიტრალური სტატუსი უფრო მეტად შეუწყობს ხელს, საქართველოს წინაშე მდგარი მთავარი მიზნის − ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიღწევას, მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით, როგორც აფხაზებთან და ოსებთან, ასევე დაინტერესებულ სახელმწიფოებთან.

კონსტანტინე ჟღენტი ხაზს უსვამს კონსტრუქციული ოპოზიციის არსებობის აუცილებლობას და აცხადებს, რომ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ საკუთარ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის მშვიდობიანი და წარმატებული განვითარების უზრუნველყოფაში. 

კონსტანტინე ჟღენტს აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება. ის იკავებდა არაერთ წამყვან პოზიციას სამინისტროში, ხოლო ელჩის რანგში ხუთ სხვადასხვა ქვეყანაში წარმოადგენდა საქართველოს. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“  ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.