პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: აჭარის მთავრობის სხდომაზე მოვისმინეთ სწორი მიდგომები, როგორ უნდა განვითარდეს ტურიზმი ზემო აჭარაში, ამავდროულად, სულხან თამაზაშვილის და პრემიერის ერთობლივი გადაწყვეტილებით, გაიზარდა სოციალური ფონდი, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების საცხოვრისით უზრუნველყოფისთვის

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, აჭარის მთავრობის სხდომაზე, ზემო აჭარაში სამთო ინფრასტრუქტურის და ტურიზმის განვითარების განხილვას სოციალურ ქსელში აფასებს. როგორც ანანიძე წერს, სხდომაზე სწორი მიდგომები გაჟღერდა აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით.

მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის ერთობლივი გადაწყვეტილებით, გაიზარდა სოციალური ფონდი.

“დღეს, აჭარის მთავრობის სხდომაზე, მოვისმინეთ სწორი ფორმულა, მიდგომები – თუ როგორ უნდა განვითარდეს სამთო ინფრასტრუქტურა და ტურიზმი ზემო აჭარაში. ამავდროულად, სულხან თამაზაშვილის და პრემიერ-მინისტრის ერთობლივი გადაწყვეტილებით, გაიზარდა სოციალური ფონდი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების საცხოვრისით უზრუნველყოფისთვის.” – წერს ცოტნე ანანიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინისხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.