დღეს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე გამოაცხადა პენსიონერების მხარდაჭერა და პენსიის 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით ზრდა. ეს ნუ ეგონება ვინმეს, რომ ადვილი გასაკეთებელია, აღნიშნული ცვლილება გამოიწვევს ბიუჯეტში პენსიის ხარჯების ზრდას დამატებით 128 მილიონი ლარით,- წერს ექსპერტი, ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
ექსპერტის თქმით, როდესაც 2027 წლიდან პენსიების ზრდა გამოცხადდა 70 წლის ქვემოთ პენსიონერებისთვის 20 ლარით , პრემიერის გამოსვლებით ხვდებოდა, რომ ეს თანხა შეიცვლებოდა. ის აღნიშნავს რომ მსგავსი ცვლილება არ არის ადვილი გასაკეთებელი და ეს გამოიწვევს ბიუჯეტში პენსიის ხარჯების ზრდას.
„როცა გამოცხადდა 2027 წლიდან პენსიის ზრდა და 70 წლის ქვემოთ პენსიონერებისთვის 20 ლარით, პრემიერის გამოსვლებით მივხვდი, რომ ეს თანხა შეიცვლებოდა და დღეს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე გამოაცხადა პენსიონერების მხარდაჭერა და პენსიის 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით ზრდა. ეს ნუ ეგონება ვინმეს, რომ ადვილი გასაკეთებელია, აღნიშნული ცვლილება გამოიწვევს ბიუჯეტში პენსიის ხარჯების ზრდას დამატებით 128 მილიონი ლარით.
და კიდევ, პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ.“- წერს ნინო ფოჩხუა.













