პოლიტიკა

lgbtq-armenia-ს ინფორმაციით, ფაშინიანის თანხმობით, სომხეთის პირველი ლგბტ+ აღლუმი ერევანში აპრილის თვეში გაიმართება, თუმცა, ფაშინიანის პრესსპიკერმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო

სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმაციით, 2026 წლის 7 აპრილს, ქვეყნის ისტორიაში პირველი ლგბტ+ აღლუმი სომხეთის დედაქალაქში გაიმართება და ის 12:00 საათზე დაიწყება. lgbtq-armenia.com-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, “სომხეთი თავის ისტორიაში ახალ, ნათელ და თამამ გვერდს დაწერს”, ლგბტქ+ აღლუმის მონაწილეები მსვლელობას ტამანიანის ქუჩიდან დაიწყებენ და რესპუბლიკის მოედანზე დაასრულებენ.

“ეს აღლუმი გახდება ხილვადობის, თავისუფლების, სიყვარულისა და თანასწორობის ზეიმი, ასევე გახსნილობისა და მრავალფეროვნების პატივისცემის ძლიერი სიმბოლო სომხურ საზოგადოებაში. სომხეთის ისტორიაში პირველად, ლგბტ+ თემი ღიად, ამაყად და მოკავშირეების მხარდაჭერით გამოვა დედაქალაქის ცენტრში,” – აღნიშნულია ვებ-გვერდზე, სადაც ხაზგასმულია, რომ აღლუმის ჩატარება შესაძლებელი გახდა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ადმინისტრაციის მხარდაჭერით. გარდა ამისა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიკოლ ფაშინიანი გეგმავს პირადად დაუჭიროს მხარი ღინისძიებას და ამით ხაზი გაუსვას მის ისტორიულ მნიშვნელობას, ასევე, მის ერთგულებას ღირსებისა და ადამიანის უფლებების ღირებულებების მიმართ. მათივე ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ღიაა ლგბტქ+ მოძრაობის ლეგალიზაციისა და საჯარო სივრცეში გასვლის მიმართ, რათა კიდევ ერთი „პლიუს ქულა“ მიიღოს დასავლური სამყაროსგან.

მოგვიანებით, სომხეთის მთავრობამ და პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ნაზელი ბაღდასარიანმა, ეს ინფორმაცია უკვე ოფიციალურად უარყვეს. მათი განცხადებით, ეს არის დეზინფორმაცია და „ჰიბრიდული ომის“ ნაწილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა