პოლიტიკა

ირაკლი კირცხალიამ შვედურ მხარეს მიმართა: დროს ნუ დახარჯავთ საქართველოში არარსებულ პრობლემებზე შფოთვაში, სჯობს იმ მძიმე და ობიექტურად შემაშფოთებელი გამოწვევების მოგვარებაზე იზრუნოთ, რის წინაშეც დღეს თქვენი სახელმწიფო დგას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, შვედეთის სახელმწიფოს მოუწოდა, „დროს ნუ დახარჯავენ საქართველოში არარსებულ პრობლემებზე შფოთვაში“ და ამის ნაცვლად, საკუთარ სახელმწიფოში არსებულ შემაშფოთებელი გამოწვევების მოგვარებაზე იზრუნონ.

როგორც კირცხალიამ აღნიშნა, მმართველი გუნდი შეშფოთებულია შვედეთში გაზრდილი დისკრიმინაციული, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების, ორგანიზებული დანაშაულის რისკის დონის და ზოგადად, კრიმინალის მაჩვენებლის ზრდით. 

ამავე დროს, ქართული მხარის შეშფოთების საგანია „ეკონომიკური სტაგნაცია და ფაქტი, რომ შვედეთის ეკონომიკა მაღალი ინფლაციის, სუსტი შიდა მოთხოვნის და საყოფაცხოვრებო ვალების გამო სირთულეების წინაშე დგას.“

მისი თქმით, საქართველო აუცილებლად გააგრძელებს მონიტორინგს და მომავალშიც გამოხატავს მზარდ შეშფოთებას შვედეთსა და სხვა ქვეყნებში ანტიდემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით. 

„ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გულითადად მოგიწოდებთ, დროს ნუ დახარჯავთ საქართველოში არ არსებულ პრობლემებზე შფოთვაში და სჯობს იმ მძიმე და ობიექტურად შემაშფოთებელი გამოწვევების მოგვარებაზე იზრუნოთ, რის წინაშეც დღეს თქვენი სახელმწიფო დგას.“  

დასასრულ, აღვნიშნავ იმასაც, რომ ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მონიტორინგს და მომავალშიც აუცილებლად გამოვხატავთ ჩვენს მზარდ შეშფოთებას შვედეთში და არა მხოლოდ ანტიდემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით.“ – განაცხადა კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინისხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.