ჯეფრი ეპშტეინის საქმეში ახალი დეტალები გამოიკვეთა. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, სიკვდილამდე ორი დღით ადრე, სკანდალურმა მილიარდერმა ანდერძი შეადგინა, რომლითაც თავისი ქონების მნიშვნელოვან ნაწილს — 100 მილიონ დოლარს, ასევე კუნძულებსა და ძვირფას ბრილიანტის ბეჭედს, თავის მეგობარ გოგონას, წარმოშობით მინსკელ კარინა შულიაკს უტოვებს. ინფორმაციას „ბი ბი სი“ ავრცელებს.
„დოკუმენტს ანდერძის შესახებ ეწოდება 1953 Trust და ის საჯაროდ არის ხელმისაწვდომი: დოკუმენტი შედის ეპშტეინის საქმის იმ ფაილების ნუსხაში, რომლებიც აშშ-ის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა.
ფულადი სახსრების გარდა, ეპშტეინმა კარინა შულიაკს დაუტობა თავისი კუნძულები — Little St. James-ი და Great St. James-ი (აშშ-ის ვირჯინიის კუნძულები), ასევე ბრილიანტის ბეჭედი, რომლის ქვის წონა დაახლოებით 32,73 კარატს შეადგენს.“
ირკვევა, რომ ეპშტეინი 2016 წელს ბელარუსის ვიზასაც ითხოვდა „ინვესტიციების განხორციელების“ მიზნით. მედიის ინფორმაციით, შულიაკი იყო ბოლო ადამიანი, ვისაც ეპშტეინი ციხიდან გარდაცვალებამდე ტელეფონით ესაუბრა.
„ფაილებს შორის არის თავად კარინა შულიაკის წერილიც ნიუ-იორკში ბელარუსის გენერალური საკონსულოს მიმართ, რომელიც 2016 წლის 24 აპრილით თარიღდება. მასში ის ეპშტეინს მინსკში ეპატიჟება და აღნიშნავს, რომ ის მის ოჯახთან ერთად იცხოვრებს. მანამდე ჟურნალისტები იტყობინებოდნენ, რომ ეპშტეინი ბელარუსში 10 და 20 ათასი დოლარის ოდენობის თანხებს გზავნიდა.
კარინა შულიაკი ბელარუსის ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის ყოფილი სტუდენტია. მედია მას ეპშტეინის მეგობარ გოგონას უწოდებს (ისინი ერთმანეთს აშშ-ში, 2009 წელს შეხვდნენ), ხოლო გამოცემა Daily Mail მანამდე ამტკიცებდა, რომ ეპშტეინმა გადაიხადა კარინას დედის ძვირადღირებული მკურნალობის ხარჯები და დაეხმარა ფულით მისი მშობლებს სახლისთვის მინსკში .
New York Times-ის ინფორმაციით, კარინა შულიაკი იყო ბოლო ადამიანი, ვისაც ფინანსისტმა სიკვდილის წინ დაურეკა.“












