პოლიტიკა

გია აბაშიძე: ყალბი ფასეულობების ტირაჟირებითა და ექსტრემიზმის წახალისებით, დიპლომატიიდან შორს მყოფმა პაველ ჰერჩინსკიმ, რომელმაც ჟურნალისტიკაში ევროკავშირის ე.წ. პრიზები გამოუწერა რადიკალიზმის პროპაგანდისტებს, კვლავ აჩვენა, რომ საქართველოს მტრობა ჯილდოვდება/სპონსორდება

x

ყალბი ფასეულობების ტირაჟირებითა და ექსტრემიზმის წახალისებით, დიპლომატიიდან შორს მყოფმა პაველ ჰერჩინსკიმ, რომელმაც ჟურნალისტიკაში ევროკავშირის ე.წ. პრიზები გამოუწერა რადიკალიზმის პროპაგანდისტებს, კვლავ აჩვენა, რომ საქართველოს მტრობა ჯილდოვდება/სპონსორდება, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის გამარჯვებულების გამოვლენას, რომელთა შორის ასევე არის “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტიც.

აბაშიძის განცხადებით, პაველ ჰერჩინსკი მის მიერ განხორციელებული ქმედებებით, რომლებიც გამოიხატება ანტისახელმწიფოებრივი ბენეფიციარებისთვის ჯილდოების გადაცემაში, ერევა ქართულ მართლმსაჯულებასა და სახელმწიფო შიდა საქმეებში.

“ყალბი ფასეულობების ტირაჟირებითა და ექსტრემიზმის წახალისებით, დიპლომატიიდან შორს მყოფმა პაველ ჰერჩინსკიმ, რომელმაც ჟურნალისტიკაში ევროკავშირის ე.წ. პრიზები გამოუწერა რადიკალიზმის პროპაგანდისტებს, კვლავ აჩვენა, რომ საქართველოს მტრობა ჯილდოვდება/სპონსორდება. თაღლითი მამუკა ხაზარაძის ე.წ. “საბას” პრემიას დაამსგავსეს ეს ე.წ. პრიზი ჟურნალისტიკაში – საკუთარ ანტისახელმწიფოებრივ ბენეფიციარებს აძლევენ რაღაც ჯილდოებს და თითქოს ამით დემოკრატიის განვითარებაში შეაქვთ წვლილი. ეს სამარცხვინო “ბულშითინგი” დიდი ხანია გაშიფრულია საქართველოში. ბინძური საქმიანობისთვის ევროებით არსებული ე.წ. მედიასაშუალებები, 24/7 წერენ ე.წ. “სინდისის” თუ “პოლიტიკურ” პატიმრებზე და მათ ასაჩუქრებს ევროკავშირის ელჩი, რითაც თავხედურად დეკლარირებს – ერევა ქართულ მართლმსაჯულებაში, ეწინააღმდეგება ჩვენს ლეგიტიმურ ხელისუფლებას. რასაკვირველია, ჰერჩინსკი ამას დამოუკიდებლად არ აკეთებს, არაკომპეტენტური და არაშორსმჭვრეტელი კაია კალასის სამსახურის დაბალი რანგის ჩინოსნებისგან იღებს ინსტრუქციებს. შედეგი კი ისევ ნულოვანი აქვთ. კოლექტიური მზია ამაღლობლებისა და ავაზაკი ნაცრადიკალების გამფეტიშებლების დაჯილდოება ჰარაკირზე მეტია EUSSR-ის ე.წ. დიპლომატებისთვის ქართულ საზოგადოებაში,”- წერს გია აბაშიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებული დოკუმენტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს – ეს რეზოლუცია სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევისა და პოლიტიკური შანტაჟის ღია გამოვლინებაა

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საქართველო ინტენსიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის ლოგისტიკურ, ციფრულ და ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს – საქართველოს წვლილი შეაქვს ეუთოს სივრცის მშენებლობაში, ისევე როგორც გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.