პოლიტიკა

იაგო ხვიჩია – ზამთრის ოლიმპიადის ტრიბუნა საუკეთესო ადგილი არ არის ქვეყნებს შორის ურთიერთობის დასალაგებლად, მაგრამ რამე ხეირიანს თუ ჩამოიტანენ, მხოლოდ მივესალმები

„ქართული ოცნება“ ღიად ლაპარაკობს, რომ არ აქვს განსაკუთრებული ინტერესი დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობის გაუმჯობესების, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, აშშ-თან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე სკეპტიკურადაა განწყობილი.

„მგონი, ზამთრის ოლიმპიადის ტრიბუნა საუკეთესო ადგილი არ არის ქვეყნებს შორის ურთიერთობის დასალაგებლად, თუმცა რამე ხეირიანს თუ ჩამოიტანენ, მხოლოდ მივესალმები. როგორც ჩანს, ცოტა სკეპტიკური ვარ, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით. არსებული მიმართულებით, როგორც მივდივართ ისე, არ ველოდები გაუმჯობესებას.

ნაკლებად მგონია, ამერიკის მსგავს ქვეყნებს ინტერესი ჰქონდეთ, რომ ჩვენ დაგვჩაგრონ. როგორც ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულებაა დასავლეთთან მიმართებით, აქ, სამწუხაროდ, ნაკლებად ველოდები ურთიერთობების გაუმჯობესებას. ზოგადად „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებაა, რომ მათ არ აქვთ განსაკუთრებული ინტერესი დასავლეთის ქვეყნებთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაუმჯობესების და ამის შესახებ ფაქტობრივად ღიადაც ლაპარაკობენ, მათ რიტორიკას რომ დავაკვირდეთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებული დოკუმენტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს – ეს რეზოლუცია სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევისა და პოლიტიკური შანტაჟის ღია გამოვლინებაა

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საქართველო ინტენსიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის ლოგისტიკურ, ციფრულ და ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს – საქართველოს წვლილი შეაქვს ეუთოს სივრცის მშენებლობაში, ისევე როგორც გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.