პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ძალიან ხშირად, ბრიუსელის გადაწყვეტილებები და პოლიტიკა არ ემთხვევა და ვერ ემთხვევა იმ რეალურ ინტერესებს, რომელიც საზოგადოებას აწუხებს სხვადასხვა ქვეყანაში

ძალიან ხშირად, ბრიუსელის გადაწყვეტილებები და პოლიტიკა არ ემთხვევა და ვერ ემთხვევა იმ რეალურ ინტერესებს, რომელიც საზოგადოებას აწუხებს სხვადასხვა ქვეყანაშ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ მედიასთან.

დეპუტატს კითხვა დაუსვეს ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკაზე და ლატვიის განცხადებაზე, რომელიც არ მიიღებს ახალ მიგრანტებს და ასევე უარს იტყვის ევროკავშირის მიერ დაკისრებული ნებისმიერი ჯარიმის გადახდაზე.

„ეს [ლატვიის გადაწყვეტილება] არის ძალიან ნათელი გამოძახილი იმ საზოგადოების, რომლებიც ცხოვრობენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ეს არის ნათელი გამოხატულება იმისა, რომ ძალიან ხშირად, ბრიუსელის გადაწყვეტილებები და პოლიტიკა არ ემთხვევა და ვერ ემთხვევა იმ რეალურ ინტერესებს, რომელიც საზოგადოებას აწუხებს სხვადასხვა ქვეყანაში. გვახსოვს უნგრეთი და ის ჯარიმები, რომელიც დაუწესეს. პირველი მედროშე იმ სუვერენიტეტის დაცვის იყო უნგრეთი და გვახსოვს თუ როგორი ზეწოლა იყო ბრიუსელისგან და როგორ ზეწოლაშია დღესაც. უკვე ვხედავთ, რომ ლატვიას, იქ პოლონეთს უკვე მოუწევთ საკუთარი საზოგადოების ხმის გაგონება. ასევე მოუწევს ბრიუსელს გაიგოს იმ საზოგადოების ხმა, რომლის ეკონომიკურ გაერთიანებებს პირდაპირი მნიშვნელობით აზის თავზე თავისი უტიფარი პოლიტიკით“ , – აღნიშნა კირცხალიამ.

ლატვია არ მიიღებს ახალ მიგრანტებს და ასევე უარს იტყვის ევროკავშირის მიერ დაკისრებული ნებისმიერი ჯარიმის გადახდაზე. ევროკავშირის მიგრაციის პაქტით, ქვეყნებს აქვთ ვალდებულება, მიიღონ მიგრანტები ან გაიღონ 20 ათასი ევროს ოდენობის ფინანსური შენატანი თითოეული მიგრანტისთვის. ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკის შესახებ შეფასებები კეთდება თბილისში. ამბობენ, რომ ლატვიის მაგალითიც აჩვენებს, რომ ევროკავშირის პოლიტიკა გადასახედია, რადგან ის წევრი ქვეყნებისთვისაც კი მიუღებელია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გია აბაშიძე ევროკავშირის მიერ რუსული კომპანიის სანქციების სიიდან ამოღებაზე: ასეთი პოლიტიკა პრინციპულობის დემონსტრირება აღარ არის. ეს არის წესების სისტემა, სადაც „სანქცია“ სხვისთვისაა, „გამონაკლისი“ – საკუთარი თავისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე: საქართველოს ტრადიციულ საზოგადოებას „ევროპულ ღირებულებებს“ უკითხავს ლგბტ აქტივისტი ევროპარლამენტარი ლუკას შიფერი, ხელისუფლებას ეუბნება: „თქვენ მოკვდებით“ და ევროკრატებს ჰგონიათ, რომ ასეთი გზავნილებითა და პერსონაჟებით ქართველთა გულის მოგებას შეძლებენ?

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.