პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ევრობიუროკრატები საქართველოს ვერ დასჯიან — ევროკავშირი ჩვენზე გამავალ დერეფანზეა დამოკიდებული

პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვა არსებით გავლენას ვერ მოახდენს ვითარებაზე და გლობალურად საქართველოს დასჯა შეუძლებელია, რადგან ქვეყანა სასიცოცხლო ენერგეტიკული და სატრანზიტო დერეფნის ნაწილია.

“ყველაზე ოპტიმისტური გათვლაც კი ამბობს, რომ მოსაზრება, თითქოს ალტერნატიულმა გზამ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შესაძლოა საქართველოს უკვე მოქმედი და აპრობირებული ნავთობისა და გაზის მაგისტრალები, რკინიგზა და პორტები ჩაანაცვლოს, პრაქტიკულად გამორიცხულია”- განაცხადა ანალიტიკოსმა და აღნიშნა, ალტერნატიული მარშრუტების შესახებ საუბარი რეალურ საფუძველს მოკლებულია და საქართველოს ჩანაცვლება ამ ნაწილში პრაქტიკულად გამორიცხულია. „დღეს ოპოზიციონრები რას ზეიმობენ? იმას, რომ 2024–25 წლებში რასაც ამბობდნენ, 2026 წელს მიაღწიეს და დიპლომატიური პასპორტებით ქვეყნებში გადაადგილება შეუზღუდეს საქართველოს მაღალჩინოსნებს? სამოქალაქო პასპორტით წავა ესა თუ ის ჩინოვნიკი ევროპაში და არსებითად არაფერი შეიცვლება.

გლობალურად საქართველოს ვერ დასჯიან, რადგან მთელი ევროკავშირი ზის იმ ტოტზე, რომელიც ტოკიოდან ლისაბონამდე გადის საქართველოს გავლით — სასიცოცხლო მნიშვნელობის გაზის, ელექტროენერგიისა და სხვადასხვა საქონლის სახით. სპეციალისტებს ჩაეკითხეთ: ყველაზე ოპტიმისტური გათვლაც კი ამბობს, რომ მოსაზრება, თითქოს ალტერნატიულმა გზამ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შესაძლოა საქართველოს უკვე მოქმედი და აპრობირებული ნავთობისა და გაზის მაგისტრალები, რკინიგზა და პორტები ჩაანაცვლოს, პრაქტიკულად გამორიცხულია. მაქსიმუმ, შეიძლება პარალელური გზა შეიქმნას, რომელიც 7–10 წელიწადში ჩადგება მწყობრში — თუ საერთოდ ჩადგება. მაგრამ მანამდე რა უნდა ქნან? და რომც ამოქმედდეს ეს გზა, საქართველოს ჩანაცვლება გამორიცხულია,”- განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გია აბაშიძე ევროკავშირის მიერ რუსული კომპანიის სანქციების სიიდან ამოღებაზე: ასეთი პოლიტიკა პრინციპულობის დემონსტრირება აღარ არის. ეს არის წესების სისტემა, სადაც „სანქცია“ სხვისთვისაა, „გამონაკლისი“ – საკუთარი თავისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე: საქართველოს ტრადიციულ საზოგადოებას „ევროპულ ღირებულებებს“ უკითხავს ლგბტ აქტივისტი ევროპარლამენტარი ლუკას შიფერი, ხელისუფლებას ეუბნება: „თქვენ მოკვდებით“ და ევროკრატებს ჰგონიათ, რომ ასეთი გზავნილებითა და პერსონაჟებით ქართველთა გულის მოგებას შეძლებენ?

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.