პოლიტიკა

დროებითი საპარლამენტო კომისია პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს ინიციატივით, ფასებთან დაკავშირებული რეკომენდაციების მოსამზადებლად, საერთაშორისო კომპანია მოიწვიოს

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს ინიციატივით, პარლამენტმა, კომისიის მუშაობის პარალელურად, მოიწვიოს საერთაშორისო კომპანია.

კომისიის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, საერთაშორისო კომპანიის მოწვევის მიზანია, კომპანიამ შეისწავლოს გამოწვევები და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები.

ბერეკაშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების სექტორის შესწავლაზე, რომელიც უმნიშვნელოვანესი სექტორია და საქართველოს ეკონომიკის დაახლოებით 20 პროცენტს შეადგენს.

შოთა ბერეკაშვილი ამბობს, რომ საერთაშორისო კომპანიის შესარჩევად ტენდერი გამოცხადდება.

საპარლამენტო კომისიის წევრებმა აღნიშნულ ინიციატივას მხარი დაუჭირეს.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მივმართოთ ინიციატივით, რომ პარლამენტმა ჩვენი კომისიის პარალელურ რეჟიმში მოიწვიოს საერთაშორისო კომპანია, რომელსაც აქვს კარგი გამოცდილება, ასე ვთქვათ, პირველადი მოხმარების საგნების და საკვები პროდუქტების სექტორზე. მოვიწვიოთ ასეთი კომპანია, რომ პარალელურ რეჟიმში შეისწავლოს ჩვენი სექტორის სტრუქტურა, ბიზნესპროცესები, რა პრობლემები არსებობს, შეადაროს საქართველოს მსგავს ქვეყნებთან, სხვა ქვეყნებთან ბაზრის სტრუქტურა და თავისი რეკომენდაციები დაწეროს. ეს ძალიან კარგი ნაბიჯი იქნება, რადგან ჩვენი კომისიის მუშაობის პარალელურად გვექნება დოკუმენტი, შესაძლებელია, განსხვავებული თვალით დანახული, გარედან შეფასებული, რომელიც არსებითად მნიშვნელოვნად დაეხმარება, საბოლოო ჯამში, ჩვენი კომისიის მუშაობას და შედეგზე გასვლას“, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებული საპარლამენტო კომისიის მომდევნო სხდომა პარასკევს, 13 თებერვალს გაიმართება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გია აბაშიძე ევროკავშირის მიერ რუსული კომპანიის სანქციების სიიდან ამოღებაზე: ასეთი პოლიტიკა პრინციპულობის დემონსტრირება აღარ არის. ეს არის წესების სისტემა, სადაც „სანქცია“ სხვისთვისაა, „გამონაკლისი“ – საკუთარი თავისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე: საქართველოს ტრადიციულ საზოგადოებას „ევროპულ ღირებულებებს“ უკითხავს ლგბტ აქტივისტი ევროპარლამენტარი ლუკას შიფერი, ხელისუფლებას ეუბნება: „თქვენ მოკვდებით“ და ევროკრატებს ჰგონიათ, რომ ასეთი გზავნილებითა და პერსონაჟებით ქართველთა გულის მოგებას შეძლებენ?

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.