ეკონომიკა

სანტეს” იურისტი გიორგი გეწაძე: ჩვენთვის მთავარი გამოწვევაა ნედლეულის ფასი. ქვეყანაში არის რამდენიმე მსხვილი მომწოდებელი, თუმცა, რაც უფრო მეტი ფერმა იქნება, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის, რადგან რძის ფასი გაიაფდება და ნედლეულის ფასის გაიაფება შესაბამისად გამოიწვევს საბოლოო პროდუქტის ფასის გაიაფებას

“კომპანია “სანტეს” წარმომადგენელმა, გიორგი გეწაძემ, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე იმ მთავარ გამოწვევაზე ისაუბრა, რომლის წინაშეც კომპანია დგას. გიორგი გეწაძე აღნიშნავს, რომ კომპანიისთვის მთავარი პრობლემა ნედლეულის ფასია.

ის ასევე, მომწოდებლების რაოდენობაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ თუ ფერმერული სექტორი განვითარდება და მეტი რძის მწარმოებელი კომპანია გაჩნდება, კონკურენცია გაიზრდება, რძე გაიაფდება და საბოლოო პროდუქტის ფასიც შემცირდება.

„ჩვენთვის მთავარი გამოწვევაა ნედლეულის ფასი. თუ რამენაირად მოხდება ის, რომ ეს სექტორი განვითარდება, ფერმერებს ვგულისხმობთ, რომლებიც რძეს აწარმოებენ…. ჩვენს ქვეყანაში არის რამდენიმე მსხვილი მომწოდებელი, მაგალითად „ყვარლის ბაგის“ და ასევე სხვებთანაც ვთანამშრომლობთ, თუმცა რაც უფრო მეტი ასეთი ფერმა იქნება ქვეყანაში, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის იმიტომ, რომ რძის ფასი ამით გაიაფდება და ნედლეულის ფასის გაიაფება შესაბამისად გამოიწვევს საბოლოო პროდუქტის ფასის გაიაფებას.“- აღნიშნა კომპანიის იურისტმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი

პოლიტიკა

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.