პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა 

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ზორან მილანოვიჩს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა უმასპინძლა. ცერემონიის ფარგლებში შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები, ამასთან, კოლეგებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და ზორან მილანოვიჩის შეხვედრა როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მედიისათვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

ხორვატიის პრეზიდენტი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში არიან:  ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსი  ბარტოლ შიმუნიჩი, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო და ევროპის საკითხებში ნევენ პელიცარიჩი, პრეზიდენტის სპეციალური მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ველიბორ მაჩკიჩი, ხორვატიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბრანკო ზებიჩი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გია აბაშიძე ევროკავშირის მიერ რუსული კომპანიის სანქციების სიიდან ამოღებაზე: ასეთი პოლიტიკა პრინციპულობის დემონსტრირება აღარ არის. ეს არის წესების სისტემა, სადაც „სანქცია“ სხვისთვისაა, „გამონაკლისი“ – საკუთარი თავისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე: საქართველოს ტრადიციულ საზოგადოებას „ევროპულ ღირებულებებს“ უკითხავს ლგბტ აქტივისტი ევროპარლამენტარი ლუკას შიფერი, ხელისუფლებას ეუბნება: „თქვენ მოკვდებით“ და ევროკრატებს ჰგონიათ, რომ ასეთი გზავნილებითა და პერსონაჟებით ქართველთა გულის მოგებას შეძლებენ?

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.