პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამია-ჯაფარიძის კოალიციის დაშლაზე: რამე ქმედითი გააკეთა პოლიტიკაში ამ ნაცტრიომ? ვერაფერი, “ქართულ ოცნებაზე” ამბობენ “იშლებაო” და ბოლოს თავიანთი კანტორები ენგრევათ

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, გვარამია-ჯაფარიძის კოალიციის დაშლას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებაზე” ამბობენ იშლებაო და ბოლოს თავიანთი კანტორები ენგრევათ“. აბაშიძის თქმით, “ახალის”, “გირჩი-მეტი თავისუფლების” და “დროას” წარმომადგენლები, ახლა ატეხავენ ერთმანეთის ლანძღვა-გინებას და კულუარული ამბების გამომზეურებას.

„რამე ქმედითი გააკეთა პოლიტიკაში ამ ნაცტრიომ? ვერაფერი, “ქართულ ოცნებაზე” ამბობენ “იშლებაო” და ბოლოს თავიანთი კანტორები ენგრევათ. რა ერთობაზე აქვთ ლაქლაქი, როდესაც ერთმანეთის ატანა არ აქვთ უსამშობლო პერსონაჟებს? ახლა ატეხავენ ერთმანეთის ლანძღვა-გინებას და კულუარული ამბების გამომზეურებას. ამის გარდა სხვა არაფერში ვარგანან. Prime Time-ისთვის ექსკლუზიურად ხდება ცნობილი, რომ კოალიცია “ახალი/გირჩი/დროა” დაიშალა. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ზურა ჯაფარიძემ და მისი პარტიის წევრებმა საერთო ‘ჩატები’ დატოვეს და კოალიციური კომუნიკაცია სრულად გაწყვიტეს. ციტატა: “ბიძინა “დაჟე” მდინარაძით ახერხებს ტიპებთან “როვნად” დალაგდეს და ჩვენ დავალებასაც ვერ ვასრულებთ ერთად რომ ვიყოთ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით” – ვერც ამ არგუმენტმა შეძლო ერთობის შენარჩუნება, – ჰყვება წყარო. ჯაფარიძე ვარაუდობს, რომ “ქართული ოცნება” საგარეო ურთიერთობებშიც მოახერხებს თავისი გაიტანოს, რაც ავტომატურად რადარებიდან მათ საბოლოო გაქრობას გამოიწვევს და გვარამიასთან ერთობის შესახებ დავალებების შესრულებაზეც უარს ამბობს. წყაროს ინფორმაციით კოალიციის დაშლის შემდეგ პარტიის ლიდერები პანიკურ მდგომარეობაში არიან და მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ.“ – წერს გია აბაშიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელი ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საჯაროდ და საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და 100-ზე მეტ წყაროს, რომელიც სარჩელში უშუალოდ არის მითითებული

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად უშუალოდ კრემლთან ურთიერთობა აუცილებელია – პოლიტიკური კონიუნქტურა იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე მათ ამის საჯაროდ აღიარება სურთ

Uncategorized

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება – კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.