პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, ეხმიანება „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნავს, რომ მათი პოზიცია აგვისტოს ომთან დაკავშირებულ საკითხებზე, კიდევ ერთი უსუსური მცდელობაა იმისა, არ გაეცეს პასუხი ევროსაბჭოს 1633 რეზოლუციასთან დაკავშირებით არსებულ შეკითხვებს.

ის ასევე ტყუილს უწოდებს განცხადებას იმის შესახებ, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პოლიტიკოსების ინდივიდუალური პასუხისმგებლობა დადგება და შესაბამის პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ პირებს პოლიტიკური საქმიანობა უვადოდ აეკრძალებათ.

„მოპასუხის განცხადებით, სარჩელში მოყვანილი აგვისტოს ომთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი არ არის.

ცალსახად გვსურს განვაცხადოთ – აღნიშნული პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელის მოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები. ერთიც ღალატია და მეორეც.

ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადგება პოლიტიკოსების ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და შესაბამის პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს პოლიტიკური საქმიანობა უვადოდ აეკრძალებათ. 

სინამდვილეში, ჩვენ არ ვითხოვთ პოლიტიკოსებისთვის პოლიტიკური საქმიანობის ინდივიდუალურად აკრძალვას. ჩვენი მოთხოვნა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს მიემართება. უფრო მეტიც, ჩვენი სარჩელის დაკმაყოფილებისა და პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შემთხვევაშიც, საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, რომლითაც პოლიტიკური პარტიები აიკრძალა, ავტომატურად ვერ გახდება ამ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული პირების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის საფუძველი. შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ცალკეული პოლიტიკოსების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის საფუძველია – აბსურდი და სპეკულაციაა,“ – განაცხადა გორდულაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.