პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: რადიკალური ოპოზიცია არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენების ლობისტები არიან. პირდაპირი და ირიბი კავშირები აქვთ მაღალჩინოსნებთან. მათ ვალი აქვთ თავიანთ დამფინანსებლებთან, ისინი მაღალი ფასების მხარეს დადგებიან

მსოფლიოში არც ერთ ქვეყანაში არ არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც საკუთარ მოქალაქეებს აჯერებდნენ, რომ ფასები არ დაიწევს, არ გადაიჭრება ეს პრობლემა. ეს ერთი შეხედვით სასაცილოა და მათ ხასიათს ავლენს. რაც არის ცუდი ქვეყანაში, ეს რადიკალური ოპოზიციისთვის არის კარგი, სადაც არის უბედურება, ტრაგედია – ეს ყველაფერი რადიკალური ოპოზიციისთვის პოლიტიკურ ქულებში იწერება – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, ზურაბ ქადაგიძემ, გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ განაცხადა.

როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიცია არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენების ლობისტები არიან. პირდაპირი და ირიბი კავშირები აქვთ მაღაჩინოსნებთან. მათ ვალი აქვთ თავიანთ დამფინანსებლებთან და, რა თქმა უნდა, ისინი მაღალი ფასების მხარეს დადგებიან.

„მსოფლიოში არცერთ ქვეყანაში არ არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც საკუთარ მოქალაქეებს აჯერებდნენ, რომ ფასები არ დაიწევს, არ გადაიჭრება ეს პრობლემა. ეს ერთი შეხედვით სასაცილოა და მათ ხასიათს ავლენს. რაც არის ცუდი ქვეყანაში, ეს რადიკალური ოპოზიციისთვის არის კარგი, სადაც არის უბედურება, ტრაგედია – ეს ყველაფერი რადიკალური ოპოზიციისთვის პოლიტიკურ ქულებში იწერება. დილემა იმის, რომ ინადგურებენ საკუთარ თავს, კი, ნამდვილად ინადგურებენ, ეს არის მათი დღის წესრიგი იმიტომ რომ, სხვანაირად სახეს ვერ ინარჩუნებენ, ვერ ჩანან პოლიტიკურ სივრცეში, დღის წესრიგს ვეღარ ქმნიან, ახლა გადავიდნენ სოციალური დივერსიის მოსაწყობად. მაგრამ როგორც მანამდე დასრულდა მათი გაცამტვერებით, მათი ნარატივების და პოლიტიკური დღის წესრიგის, ახლაც ასე დასრულდება. კვლავ გაინადგურებენ თავს, რადგან რეალურად გადადგმულ ნაბიჯებს და მათ განცხადებებს შეაფასებს მოსახლეობა და დამთავრდებიან აბსოლუტურად. რადიკალური ოპოზიცია არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენების ლობისტები არიან. პირდაპირი და ირიბი კავშირები აქვთ მაღაჩინოსნებთან. მათ ვალი აქვთ თავიანთ დამფინანსებლებთან და, რა თქმა უნდა, ისინი მაღალი ფასების მხარეს დადგებიან.“ – განაცხადა ქადაგიძემ

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელი ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საჯაროდ და საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და 100-ზე მეტ წყაროს, რომელიც სარჩელში უშუალოდ არის მითითებული

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად უშუალოდ კრემლთან ურთიერთობა აუცილებელია – პოლიტიკური კონიუნქტურა იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე მათ ამის საჯაროდ აღიარება სურთ

Uncategorized

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება – კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.